დედამიწის ”ორეულის” ატმოსფეროს პირველი ანალიზი

  ”როცა გავიგეთ, რომ სისტემის სამი პლანეტიდან, ორი ერთად გაივლიდა ვარსკვლავის დისკოზე, ”ჰაბლის” ჯგუფს წერილი მივწერეთ და ისინიც მაშინვე დაგვთანხმდნენ ტელესკოპის სამუშაო დროის ჩვენთვის დათმობაზე. ახლა, ისტორიაში პირველად, ეგზოპლანეტების ორმაგი ტრანზიტის სპექტროსკოპული მონაცემები გვაქვს, რაც მათი ატმოსფეროების შესწავლის საშუალებას გვაძლევს” – ამბობს ჯულენ დე ვითი(მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ა.შ.შ.).

 ამა წლის მაისში, დე ვითმა და მისმა კოლეგებმა, დედამიწასთან ახლოს მდებარე ძალიან უჩვეულო სისტემის აღმოჩენის შესახებ გაკეთეს განცხადება. TRAPPIST-1, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს, ჩვენიდან 40 სინათლის წლის მანძილზე. წითელი ჯუჯა ვარსკვლავის სამივე პლანეტა, სავარაუდოდ, დედამიწის მსგავსი მასებით, ე.წ. სიცოცხლისათვის თავსებადი ზონის შიგნით მოძრაობს, სადაც წყლის თხევად მდგომარეოაბში არსებობა არის შესაძლებელი.

 ”ჰაბლის” ჯგუფის დახმარებით, სისტემის აღმოჩენიდან 2 დღის მერევე, აღმოჩენის ავტორებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ, როგორ გადის ამ პლანეტათა(TRAPPIST-1b და TRAPPIST-1c) ატმოსფეროში მათი დედავარსკვლავის სინათლე, როცა ისინი ჩვენსა და ვარსკვლავს შორის მოექცა.

 დედამიწისკენ მომავალ გზაზე, ეგზოპლანეტის ატმოსფროში გასულ სინათლეზე ამ ატმოსფეროს მახასიათებლების ”ანაბეჭდი” აისახება – ქიმიური შემადგენელი, სისქე და ქარების მოძრაობის სიჩქარეც კი. ასეთი მონაცემების ქონა უკიდურესად აუცულებელია შორეული პლანეტების სიცოცხლისათვის თავსებადობის შესაფასებლად, დასადგენად იმისა, დედამიწის მსგავსი პლანეტებია თუ გაზის გიგანტები, როგორც იუპიტერი ან ნეპტუნი.

ორივე ეგზოპლანეტის ატმოსფერო ძალიან თხელი აღმოჩნდა, რაც იმის ალბათობას გამორიცხავს, რომ ეს პლანეტები გაზის გიგანტებია. იქაური ჰაერი, სპექტროსკოპიიდან გამომდინარე, წყლის ორთქლით, ნახშირორჟანგით, ჟანგბადითა და აზოტით არის გაჯერებული. მათი პროცენტული შემცველობის ზუსტად დადგენა ჯერჯერობით ძნელია. მეცნიერთა თქმით, TRAPPIST-1b და TRAPPIST-1c-ს ატმოსფეროში ღრუბლებიც იქნება, რაც ზუსტი მონაცემების დადგენას ართულებს.

zona sxvadssx varsktan

იშვიათი ორმაგი(ტრანზიტი) გავლის ხარჯზე, ამ პლანეტების ატმოსფეროთა საშუალო ტემპერატურის დადგენაც მოხერხდა. მეორეზე ის 92 0C უტოლდება, მესამეზე უფრო კომფორტული სიტუაციაა – 41 0C გრადუსი. ”ჰაბლითა” და სხვა ტელესკოპებით შემდგომი დაკვირვებები გვეტყვის, მართლაც სიცოცხლისათვის თავსებად პლანეტებთან გვაქვს საქმე, თუ მხოლოდ გარეგნულად ჰგვანან დედამიწას(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.