დედამიწის გარავიტაციული ველი მიწისძვრამ შეცვალა

 2011 წლის 11 მარტს იაპონიის კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა მიწისძვრამ, რომელმაც ბევრი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია(ატომური ელექტროსადგურის ავარიის ჩათვლით), ჩვენი პლანეტის გრავიტაციულ ველზე ნიშანი დატოვა(ESA).

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი GOCE დედამიწის გრავიტაციულ ველს 4 წლის განმავლობაში იკვლევდა. მიღებული მონაცემების მიხედვით შედგენილ რუკაზე რაიმე ცვლილების აღმოჩენას არავინ მოელოდა, თუმცა ამ რუკის დეტალური შესწავლით 2011 წელს მომხდარი მიწისძვრის მიერ დატოვებული კვალი გამოვლინდა. ძლიერ მიწისძვრებს არა მარტო დედამიწის ქერქის დეფორმაციები ახლავს თან, არამედ გრავიტაციული ველის ლოკალური ცვლილებებიც.

 მსოფლიო მიზიდულობის ძალა დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში არ არის ერთნაირი. ეს არაერთგვაროვნებები რიგი მიზეზებით არის განპირობებული, ერთ-ერთი მათგანია იმ მასალათა არაერთგვაროვნება, რომლებისგანაც ჩვენი პლანეტა შედგება. მიწისძვრა, რომელიც ათეულობით კილომეტრი სისქის ზედაპირული ქანების გადაადგილებასა და ოკეანის სიღრმის ცვლილებას იწვევს, კორექტივები მიზიდულობის ძალის სიდიდის გადანაწილებაშიც შეაქვს.

 მეცნიერებმა, რომლებმაც მიზიდულობის ძალის ვერტიკალური გრადიენტების განაწილებას იაპონიის ტერიტორიასა და აკვატორიაზე იკვლევდნენ აღმოაჩინეს, რომ მიწისძვრამ საერთო სურათშ ცვლილებები შეიტანა. ამ გრადიენტთა მნიშვნელობები არსებული მოდელებით გამოთვლილს არ შეესაბამება. მისიების GOCE-სა და GRACE-ს მონაცემთა ერთობლივი შესწავლა მეცნიერებს მიწისძვრათა ბუნების უკეთ გაგებაშ დაეხმარებათ(ქარიშხალი და მიწისძვრა: მოკავშირეები?; ”ფუკუსიმას” გაჩერება და გეონეიტრინოები; იაპონიის მიწისძვრის მუსიკა; პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე; ყველაზე დიდი სიმძლავრის ბგერები იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაფიქსირდა; ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”; მიწისძვრის წინასწარმეტყველება ყველაზე კარგად გომბეშოებს შეუძლიათ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.