დაკარგული ასტეროიდი

დაკარგული ასტეროიდი

 მზის სისტემის ციური სხეულების ქცევის წინასწარმეტყველება არც თუ ისე ძნელია, ისინი განსაზღვრულ ტრაექტორიებზე, განსაზღვრული სიჩქარით მოძრაობენ. მათი გზის გამოთვლა შესაძლებელია და არ უნდა დაიკარგონ, მით უმეტეს ავტომატიზირებული მოწყობილობით თვალთვალისას, მაგრამ იკარგებიან.

 1995 SN55 ძალიან დიდი ობიექტია, 300 კმ. დიამეტრით. ასტრონომებმა მისი ორბიტა გამოთვალეს, რომელიც სატურნთან ახლოს გადის და პლუტონისკენ გრძელდება. მის შემოვლას 100-მდე წელს ანდომებს. 1995 SN55 ყველაზე უფრო დიდი ასტეორიდი-კენტავრია(კენტავრების წარმოშობა), ციური სხეულების ჯგუფიდან იუპიტერისა და ნეპტუნის ორბიტებს შორის. დაკარგული, ბოლოს 1995 წელს დაინახეს, შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ, მერე კი 300 კილომეტრიანი ლოდი სადღაც გაქრა.

 ასტრონომია, ზუსტი მეცნიერებაა, კოსმოსურ სხეულებს პროგნოზირებადი ქცევა ახასიათებთ და მათი დაკარგვა საკმაოდ უჩვეულო ფაქტია. მიუხედავად ამისა, მზის სისტემაში ობიექტთა დაკარგვა მუდამ ხდება.

 “დაკარგულს” უწოდებენ ობიექტს, რომელსაც მასთან კავშირის არმქონე კვლევების დროს შემთხვევით თუ გადააწყდები, ვიდრე მისი ორბიტის გამოთვლისას. კოიპერის სარტყელის(მოკლედ კოიპერის შესახებ) კუთვნილი ასობით დაკარგული ობიექტის შესახებ არის ცნობილი, რომლებიც ნამდვილად დააფიქსირეს, შემდეგ კი თავიანთი ორბიტებიდან გაქრა.

 კიდევ უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ 135 ასტეროიდია დკარგული, რომლებიც დედამიწის მახლობელ ობიტებზე მოძრაობენ და პოტენციურად საშიშ სხეულებად ითვლება(“ვირტუალური იმპაქტორები”).

 ასტრონომი ალექს პარკერის თქმით, 1995 SN55 შემთხვევაში, ციფრულ ფოტოებზე არსებულმა ხმაურმა შეიძლება შეგვიყვანოს შეცდომაში, რის გამოც საკვლევი ობიექტის ტრაექტორიის გამოთვლილას ასტრონომები არასწორ შედეგს იღებენ. არსებობს კიდევ ერთი რადიკალური ვერსიაც. ეს ობიექტი შეიძლება საერთოდაც არ არსებობდეს. ალბათ, რაიმე უფრო მცირე აფეთქდა და დაიშალა(ექვსკუდა ასტეროიდი), ასტრონომებმა კი სწორედ ეს მომენტი დაინახეს; ან ერთმანეთს ორი ობიექტი შეეჯახა და ასტრონომებს აიძულებს მოჩვენება ეძებონ(საფრთხე უხილავი კომეტების მხრიდან?.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *