დაისონომანია გრძელდება…

  შეორეული ვარსკვლავის თავს რაღაც უჩვეულო ხდება. ცის ”გუშაგებმა”, კეპლერისეულ მონაცემებში გაუგებარი სიგნალები შეამჩნიეს. 1480 სინათლის წლის მანძილზე მდებარე KIC 8462852(ასტრონომებმა შორეულ ვარსკვლავთან ცივილზაციის არსებობა დაუშვეს)-ს რაღაც გიგანტური სფეროსმაგვარი სტრუქტურა აქვს და ეს არ არის პლანეტა. როცა ეკზოპლანეტა, ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის ექცევა, რამდენიმე საათიანი ან დღიანი პერიოდებით ამცირებს ვარსკვლავის ელვარებას. ამ ვარსკვლავის სინათლე კი 80 დღე სუსტდებოდა, თან არარეგულარული ინტერვალებით და ამის მიზეზი, პლანეტა ვერ იქნება.

daisonis sfero ნაკლებად სავარაუდოა, რომ მტვრისა და ქვების გროვაქსთან გვქონდეს საქმე. მსგავსი წარმონაქმნები, მხოლოდ ეხალგაზრდა ვარსკვლავებთან ჩნდება, KIC 8462852 კი სულაც არ არის ახალგაზრდა. ამასთან ერთად, როგორც წესი, მტვრის დისკოები ჭარბ ინფრაწითელ გამოსხივებას ამატებს სპექტრში, რაც ასევე არ დაიმზირება.

 რითი შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას. შესაძლებელია, მოხეტიალე ვარსკვლავმა, KIC 8462852-ის ორბიტაზე უცხო კომეტების გუნდი მიიზიდა. ”იდუმალი სტრუქტურა, ვარსკვლავის სინათლის 20%-ის ბლოკირებას ახდენს, რაც იუპიტერის ზომის პლანეტისთვისაც კი ძალიან ბევრია” – ამბობს ენდრიუ სიმიონი, არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის ცენტრიდან ბერკლიში.

EPIC 204278916

 გერმანელ ასტრონომთა ჯგუფმა, სიმონე სქარინგის მეთაურობით(გარჰინგი, გერმანია), კიდევ ერთი ასეთი ვარსკვლავი აღმოაჩინა – EPIC 204278916. ზემოთ ხსენებულ გაურკვევლობასთან განსხვავებით, ამ უჩვეულობის პოტენციური ახსნის მოძებნა მოხერხდა, რაშიც ასტრონომებს, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში განლაგებული რადიოტელესკოპთა კომპლექსი დაეხმარა – ALMA.

 ეს ვარსკვლავი, მორიელის თანავარსკვლავედში მდებარეობს, დახლოებით 400 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, მორიელი-კენტავრის ე.წ. ОВ-ასოციაციაში. აქ ათასამდე შედარებით ახალგაზრდა და ცხელი ვარსკვლავია თავმოყრილი, რომლებიც გიგანტურ ვარსკვლავურ აკვანში 5-11 მილიონი წლის წინათ დაიბადნენ. მზეზე ორჯერ მასიური EPIC 204278916, ამ ”ოჯახის” ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომლის დაბადება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

 სქარინგისა და მისი კოლეგების თქმით, ამ მნათობის ელვარების ცვლილება შემთხვევით იქნა შემჩნეული, ”კეპლერიდან” გადმოცემული მონაცემების შესწავლის დროს, რომლებიც ეგზოპლანეტებზე მონადირემ ”მკვდრეთით აღდგომის” მერე, მისია К2-ის ფარგლებში მოაგროვა.

 ფოტოებზე ამ ახალი ”უცხოპლანეტელთა ვარსკვლავის” ელვარების ძლიერი ცვლილებები შეამჩნიეს, ერთ შემთხვევაში, 79 დღიან დაკვირვებათა განმავლობაში, რამდენიმე სააშთი 65%(!!!)-ით შემცირდა. დაიმზირებოდა უფრო მოკლეოპერიოდიანი და ძლიერი დაბნელებებიც. ამ ”ჩაბნელებების” სიხშირე კი ვარსკვლავის ბრუნვის სიჩქარეს ემთხვეოდა.

 უჩვეულო ფენომენით დაინტერესებულმა ასტრონომბმა, EPIC 204278916-ზე დაკვირვება ALMA-ს საშუალებით დაიწყეს, იმის ვარაუდით, რომ ელვარების კლებას კომეტების გროვები ან დაშლილი პლანეტის ნამსხვრევები იწვევდა. ამი სასარგებლოდ ისიც მიუთითებდა, რომ ვარსკვლავი ძალიან ახალგაზრდაა და მისი პლანეტების ფორმირება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

daison sfero

 სინამდვილეში, როგორც დაკვირვებებით დადგინდა, ვარსკვლავის ჩაბნელებების მიზეზი არა ”ხელით” ნაკეთი დაისონის სფეროა, არამედ პროტოპლანეტარული დისკო, რომელიც ჩვენს მიმართ ისეთი კუთხით არის განლაგებული, რომ ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპებისთვის, დისკოში არსებული მტვრის ნაწილაკების ხახუნით გამოყოფილი სითბო უხილავი რჩება.

 ართანამბრად განაწილებულ გაზსა და მტვერში გასული ვარსკვლავის სინათლე ძალიან იცვლება, იმის მიხედვით, დისკოს რა სისქის ნაწილია მობრუნებული ჩვენსკენ. EPIC 204278916-ს უჩვეულო ციმციმი სწორედ ამით არის გამოწვეული, ჩაბნელებათა დროის დამთხვევებით ღერძის გარშემო ვარსკვლავის ბრუნვის პერიოდთან.

 მიუხედავად ამისა, როგორც სქარინი ამბობს, KIC 8462852-ის შემთხვევაში სხვა მიზეზი უნდა იყოს, რადგან ის, EPIC 204278916-გან განსხვავებით, ხნიერი ვარსკვლავია და მის სპექტრში არც პროტოპლანეტარული დოსკო შეიმჩნევა და არც გაზურ-მტვრვანი ღრუბლის გროვა. როგროც ჩანს, მის ჩაბნელებებში რაღაც სხვა, მენციერთათვის უცნობი მექანიზმი მუშაობს(უცხოპლანეტელთა კოსმოსური ნაგებობები…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.