გრავიტაციული კარტოფილი…

 ბევრს ჰგონია, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, წელიწადის ნებისმიერ დროს, ჩვენი პლანეტის მხრიდან მოქმედი გრავიტაციული მიზიდულობა ერთნაირია. სინამდვილეში, დედამიწის გრავიატციული ველი მერყევი, დროში ცვლადი ძალაა, რაც მთელი რიგი მიზეზების გამო ხდება – მასების არაერთგვაროვანი გადანაწილება ოკეანეებში, კონტინენტებსა და წიაღში, ასევე კლიმატური პირობები, როგორებიცაა კონტინენტური წყლის ბალანსი, მყინვარების დნობა ან მატება.

 ყველა ეს რყევა პირველად აღიბეჭდა გამოსახულებაზე, რომელიც პოტსდამური გრავიტაციული კარტოფილის სახელით არის ცნობილი – გერმანელი გეოფიზიკოსების მიერ წარმოდგენილი დედამიწის გრავიტაციული ველის ვიზუალიზაცია (არ შეესაბამება პლანეტის ზედაპირის რელიეფის შემადგენელი დეტალების ფიზიკურ ზომებს…).

 მართლაც კარტოფილის მსგავს მოდელში საინტერესო ისაა, რომ დედამიწის გრავიტაციული ველი არა ერთგვაროვანი მყარი სხეულით წარმოგვიდგება, არამედ დინამიური ზედაპირით, რომელიც დროში იცვლება. ახალი გრავიატციული მოდელი თანამგზავრების – LAGEOS, GRACE და GOCE-ეს დახმარებით შეიქმნა, ასევე ზედაპირზევე ჩატარებული გაზომვებისა და მონაცემებით თანამგზავრული ალტიმეტრიიდან.

 2005 წელს მიღებული მოდელისგან განსხვავებით, ახალი 4-ჯერ გაზრდილი სივრცული გარჩევადობის შესაძლებლობით გამოირჩევა.

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია GOCE-მ სტარტი 2009 წელს აიღო და ახლაც აგრძელებს გრავიდაზვერვას – გრავიტაციით გამოწვეული ცვლიელბები თანამგზავრის აჩქარებაში ორბიტაზე მოძრაობის დროს.

 მოდელში ასევე, მისია GRACE-ს ორი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემებიც იქნა ჩართული. კლიმატთან დაკავშირებულ ცვლიელბებზე დაკვირვებით, როგორიცაა პოლარული რეგიონების დიდი მყინვარების დნობა, ან მდინარეთა დიდ სისტემებში თავმოყრილი სეზონური წყლის რაოდენობა, GRACE-მ გრავიტაციულ ველზე გავლენის დადგენა შეძლო, დიდმასშტაბიან დროით ინტერვალებში.

 მთლიანობაში, სრული სახის მოდელის მიღებად 800 მილიონამდე დაკვირვება იქნა გათვალისწინებული, ის 75000-ზე მეტი პარამეტრის მიხედვითაა აწყობილი, რომლებიც დედამიწის გრავიტაციულ ველს ასახავს. მარტო GOCE-მ 2009 წლის მარტიდან 2013-ის ნოემბრის ჩათვლით, დედამიწას 27000-ჯერ შემოუფრინა.

 საბოლოო შედეგმა სანტიმეტრულ სიზუსტეს მიაღწია და ზღვის დონეებისა და სიმაღლეების შესახებ ინფორმაციის წყაროდ შეიძლბე იქნეს გამოყენებული. ეს ინფორმაცია მეცნიერების სხვა დარგებში მომუშავე სპეციალისტთა შორისაც დიდ ინტერესს იწვევს (დედამიწა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.