გვარლი კოსმოსში

 კოსმოსის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროექტი, რომელმაც იმედები ჯერჯერობით ვერ გაამართლა, გვარლის გამოყენებაა. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული გვარლი, თანამგზავრების სტაბილიზაციის, ელექტრო ენერგიის გამომუშავებისა და ტვირთის ადვილი გადაზიდვის საშაულება უნდა გამხდარიყო. არტურ კლარკისეული ”კოსმოსური ლიფტი”, გვარლის გამოყენების ყველაზე უფრო ექსტრემალური შემთხვევაა. გვარლი, დედამიწის ზედაპირსა და გეოსტაციონარულ ორბიტას აერთებს. მთავარი პრობლემა, სიმტკიცეა. ძალიან ძნელია დაამზადო გრძელი გვარლი, რომელიც არ გაწყდება. 1992 წელს მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდით –  ”ატლანტისი”, გვარლიანი სატელიტური სისტემა(Tethered Satellite System 1, TSS-1) ორბიტაზე იქნა გატანილი. აქამდე გამოცდილი სხვა გვარლების მსგავსად, არც ამან გაამართლა იმედები, თუმცა ღირებული გამოცდილება შეგვძინა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.