ჩამოჭრილი გაზის დისკო

 ასტროფიზიკოსებმა, ვარსკვლავის გაზის დისკოში გაჩენილი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც მისმა კომპანიონმა პულსარმა გააკეთა(The Astrophysical Journal).

 მანძილი, ორმაგ სისტემამდე – PSR B1259-63/LS 2883, რომელიც მზეზე 30-ჯერ მასიური ვარსკვლავისა და მისსავე გაზის დისკოში მოძრავი პულსარისგან შედგება, 7500 სინათლის წელია.

 უძლიერესი მაგნიტური ველის მქონე პულსარი(კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები), წაგრძელებულ ორბიტაზე მოძრაობს ვარსკვლავის გარშემო და ლამის სინათლის სხივით მოძრავი ნაწილაკების(რელატივისტური) ჭავლებს უშვებს. სწორედ ამ ნაკადებმა ჩამოჭრა ვარსკვლავის გაზის დისკო, რომლიდანაც ამოგლეჯილი მატერია ამ ორმაგ სისტემას დიდი სიჩქარით შორდება .

 კოსმოსური ობსერვატორია – „ჩანდრა“, ამ ობიექტს 2011 წლის თებერვლიდან, 2014 წლის თებერვლამდე აკვირდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ორმაგი სისტემიდან გამოტყორცნილი გაზების გროვის სიჩქარე გაორმაგდა.

PS B1259-63/LS 28R 83.

 მეცნიერთა თქმით, პულსარიდან ამომავალი ნაწილაკების ნაკადს, ვარსკვლავის მახლობლად მდებარე გაზის დისკოს განიავება შეუძლია. PSR B1259-63/LS 2883-ზე დაკვირვება 2016 წელს გაგრძელდება(პულსარის „კერძი“).


რა არის პულსარი(ინგლისურად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.