განკითხვის დღის კიდობანი შპიცბერგენზე 2

 შპიცბერგენზე, განსაკუთრებული არაფერი ხდება – მარადიული მყინვარები, კლდეები და ტუნდრა, ტექტონიკურად აქტიური წერტილებიც კი ძალიან შორსაა. არასტუმართმოყვარე და მკაცრი კლიმატი. ცივი და მშრალი ჰაერი მიკრობების, სოკოებისა და მტვრის სიმცირით გამოირჩევა, ხოლო ცხოველთა ნარჩენები და ადამიანის მიერ მიტოვებული ნაგებობები ათეულობით წლები არ იცვლება. მსოფლიო მარცვალსანახისთვის კი ეს პირობები თითქმის იდეალურია. მეცნიერთა შეფასებით, აქ მცენარეთა მარცვლეული ასობით და ათასობით წლის განმავლობაში უპრობლემოდ შეინახება.

 ”კიდობნის” ენერგიით მომარაგებას მინი თბოელექტროსადგური ახდენს, რომელიც იქვე მოპოვებულ ქვანახშირზე მუშაობს. ფოლადის ხუთი კარი, რომლებითაც შიგნით შეღწევაა შესაძლებელი, კოდირებული გასაღებით არის დაცული. 1000 მ2 ფართობის მქონე სანახში ყოველთვის -18°C. გლობალური კატასტროფისა და დენის სრულიად გათიშვის შემთხვევაში, შენობის შიგნით ტემპერატურა რამდენიმე თვეში აიწევს −3°C-მდე. გამოთვლების მიხედვით, მხოლოდ 200 წლის მერე გაუტოლდება შიდა ტემპერატურა ნულს. ამ ადგილს არც ზღვის დონის აწევა უქმნის საფრთხეს, რადგან 130 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

 მსოფლიო მარცვალსანახი შპიცბერგენზე, ნორვეგიის მთავრობის შეკვეთით აშენდა. სიმბოლური პირველი ქვა აქ 2006 წელს დაიდო, ხოლო ორი წლის მერე იმ მარცვლეულთა კოლექციები შეიტანეს, რომელთაც გასული 20 წლის განმავლობაში აგროვებდნენ. ფონდი Global Crop Diversity Trust, რომელიც პოლარულ მარცვალსანახს ემსახურება, მსოფლიოს სხვა გენურ ბანკებსაც თავაზობს გადარჩენას, რომლებიც ასეთი დაცული არ არის. მაგალითად, მშრალი კლიმატის სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ცენტრის ბანკმა(ICARDA), რომელიც ოდესღაც ალეპოსთან მუშაობდა, თავისი კოლექციის გადარჩენა შპიცბერგენზე მისი გაგზავნით შეძლო.

 ”კიდობნის” კორიდორები 120 მეტრის სიღრმეზე ჩადის. ეს ნაგებობა 4,5 მილიონი სახეობის მცენარეთა მარცვლეულის შენახვაზეა გათვლილი – დაახლოებით ასეთია ჩვენი პლანეტის ფლორის მრავალფეროვნება. გენურად მოდიფიცირებულ კულტურებს აქ არ ინახავენ. ახლა, სანახის მხოლოდ მეოთხედია დაკავებული: 900 000 სახეობა, თითოეულის 500 მარცვალით. მათ ოთხფენიან მოკილიტებულ(”ფოლგა”) პაკეტებში ათავსებენ, საიდანაც ჰაერი ამოტუმბულია. შემდეგ, პლასტმასის კონტეინერებში აწყობენ, ლუქავენ და შესაბამის თაროზე დებენ – სამუდამოდ.

 ინფორმაცია, ყველაზე უფრო ფასეულია. თუ გენეტიკური ინფორმაციის ათასწლეულობით შენახვა შეგვიძლია, კაცობრიობის კულტურული მრავალფეროვნება და ცოდნა, კატასტროფული მოვლენების დროს შეიძლება მთლიანად დაიკარგოს. მონაცემთა შენახვის თანამედროვე მოწყობილობის ”სიცოცხლის” ხანგრძლივობა ათეულობით წელს უტოლდება, მაქსიმუმი – 100 წელი. გაცილებით მეტ დროს უძლებს ქაღალდი. ამიტომ ყველაზე უფრო საიმედო მატარებლებად ძველებური თიხის ფირფიტები შეიძლება ჩაითვალოს. ბაბილონური ფირფიტების ასაკი 5000 წელია, ხოლო იაპონური კერამიკისა – 13 ათასი(კოლაფსი ყველა კვალს წაშლის).

 საცავი – ”კაცობრიობის მეხსიერება”(MOM), ავსტრიის ალპებში, ჰალშთადტის მარილის მაღაროშია განთავსებული. 2 კილომეტრის სიღრმეში, მეტრეზე პატარა დიამეტირს გვირაბი ჩადის, რამდენიმე ასეული წლის მერე მას კლდეები ჩაკეტავს. ყველაფერი რაც ამ გრანდიოზულ ”დროის კაფსულაში” მოხვდება, მილიონობით წლები შეინახება, სანამ მომავლის არქეოლოგები მიაგნებენ. საძიებო სამუშაოების გასაადვილებლად, ინფორმაცია მხოლოდ ანალოგური ფორმით, თიხის ფირფიტებზე ჩაიწერება. ყველას, ვინც МОМ-ის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა, თიხის ფირფიტას მიიღებს, რომელზეც საცავის ადგილმდებარეობა 10 მეტრის სიზუსტით არის მითითებული(განკითხვის დღის კიდობანი შპიცბერგენზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.