განკითხვის დღის კიდობანი შპიცბერგენზე

 გაეროს ეგიდით, შპიცბერგენის(ნორვეგია) არქიპელაგზე, სათესი მარცვლეულის საცავია(Svalbard Globale frøhvelv) აგებული. ტუნელის ფორმის საცავის საფუძველში პირველი აგური 2006 წელს იქნა დადებული. მშენებლობა 2 წელი გრძელდებოდა. ყოველ ქვეყანას თავისი კუთხე აქვს გამოყოფილი. აქ, მსოფლიოში არსებული ყველანაირი მარცვლეული კულტურის მოთავსებაა შესაძლებელი.

 გიგანტური ბუნკერი, -18 გრადუსამდე გაციებული სამი ოთახით, 130 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული, რაც კატასტროფებისადმი მედეგს ხდის მას – ასტეროიდული საფრთხე, ატომური ომი და ა.შ. ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაშიც კი მარცვლეული 200 წელი არ გაფუჭდება.

 ბუნკერის საერთო ტევადობა მარცვლეულების 4,5 მლნ. ნიმუშს უტოლდება. „ნიმუშის“ ქვეშ, ალუმინის ჰერმეტული კონტეინერი იგულისხმება, რომელშიც 500 მარცვალია შენახული. საცავის მუშობის პირველ წელიწადს, ნიმუშების რაოდენობა 400 000 შეადგენდა, ხოლო 2015 წლის დასაწყისისთვის კი – 840 000, 4000 სხვადასხვა სახეობის სასოფლო სამეურნეო მარცვლეულით.

httpv://youtu.be/QHw4AxJX5Wo

 საცავი პირობები რომ არ დაირღვეს, ბუნკერს უკიდურესად იშვიათად აღებენ. ეს უკიდურესი სიტუაცია 2015 წელს შეიქმნა: გაგრძელებული ომის გამო, სირია კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა, რის გამოც, მშრალი რეგიონების სასოფლო სამეურნეო კვლევების ცენტრმა, სირიაში მეურნეობის აღდგენის მიზნით, მშრალი კლიმატისადმი გამძლე მარცვლეულის გამოყოფა მოითხოვა.

 მომავალი წლისთვის, მარცვლეულის კოლექციას მატება ელის. ჩასატარებელი ღინისძიების დეტალები გასაიდუმლოებულია. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დამატება 2016 წლის მარტში და მაისში მოხდება(საფრთხეები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.