კატალინა C/2013 US10

 დატოვა რა ოორტის ღრუბელი, პირველადქმნილი მატერიისგან შემდგარი კომეტა – C/2013 US10, დედამიწის მიმართულებით წამოვიდა.

 ოორტის ღრუბელს, მზის სისტემის ჰიპოთეტურ სფერულ სივრცეს უწოდებენ, რომლის ინსტრუმენტული მტკიცებულება არ ასრებობს, მხოლოდ ირიბი ფაქტები. სისტემის კიდეზე მდებარე ოორტსა და მზეს შორის მანძილი, დაახლოებით 1 სინათლის წელია: 50 000-დან 100 000 ასტრონომიული ერთეული. ოორტის გარე საზღვარი, მზის სისტემის გრავიტაციულ საზღვარს შეესაბამება – ე.წ. ჰილისეული სფერო – დაახლოებით 2 სინათლის წელი. ასტროფიზიკოსთა აზრით, კომეტებისა და ასტეროიდების ძირითადი რაოდენობა ამ სივრცეში უნდა იყოს თავმოყრილი(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

 კომეტა C/2013 US10, 2013 წლის 31 ოქტომბერს აღმიოაჩინეს, პროგრამის ჩარჩოებში – Catalina Sky Survey, რომლის მთავარი ამოცანაა, დედამიწასთან ახლოს მოძრავი, 140 მეტრზე მეტი ზომის ასტეროიდების 90%-ის გამოვლენა. 2015 წლის 15 ნოემბერს კომეტამ პერიჰელიუმი(მზესთან უახლოესი წერტილი მოძრაობის ტრაექტორიაზე) გაიარა და ახლა დედამიწისკენ მოემართება. 17 იანვარს, მასსა და დედამიწას შორის მანძილი 108 მილიონი კილომეტრი იქნება(0,72 ა.ე.). ამ დროს, მისი ნათობის ვარსკვლავიერი სიდიდე 5-ს გაუტოლდება, ანუ შეუიარაღებელი თვალითაც ხილული იქნბა. მისი დანახვა ბინოკლით ახლაც არის შესაძლებელი, მზის ამოსვლის წინ აღმოსავლეთით.

 იმის გამო, რომ C/2013 US10-ს ოორტოს ღრუბლის ფარგლები არასოდეს დაუტოვებია, მისი ზედაპირი მზის სისტემის ფორმირების დროინდელი მატერიით არის დაფარული. ასეთი ობიექტის მოახლოებას დედამიწასთან, ძალიან დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; კომეტები; გარადის საპირისპირო კუდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.