გალაქტიკის ცენტრი: რადიოდან რენტგენამდე

 რომელი გამოსხივება მოდის ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან? იქამდე მანძილი 26 ათასი სინათლის წელია და ის ყველა სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა. მაღალენერგიული რენტგენის სხივები, რომელთა დანახვა კოსმოსურ “ჩანდრას” შეუძლია, მწვანედ და ცისფრად არის ნაჩვენები, ხოლო დაბალი ენერგიის რადიო გამოსხივება, რომელსაც დედამიწის ზედაპირზე არსებული სამხრეთ აფრიკის რადიოობსერვატორიის ტელესკოპი MeerKAT არეგისტრირებს – წითლად. სხვადასხვა ფერებით აჭრელებული ცენტრიდან მარჯვნივ, მშვილდოსანი А (Sag A) მდებარეობს – რადიოგამოსხივების მძლავრი წყარო, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელს ემთხვევა. ცხელი გაზი Sag A-ს გარშემო და რკალის ფორმის რამდენიმე პარალელური რადიოწყარო, სურათის ცენტრიდან მარცხნივ ჩანს. ერთეული რადიორკალები კი მთელს გამოსახულებაზეა მიმოფანტული. Sag A-ს გარშემო უამრავი ვარსკვლავი, შავი ხვრელი, ნეიტრონული და თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი ბრუნავს. ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის გამოსახულების მიღებაზე ახლა “მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი” მუშაობს (ბნელი ძალა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.