გალაქტიკის ფორმირების საუკეთესო სიმულაცია

 ჩვეულებრივი კომპიუტერული სიმულაციის ჩატარებისას, მეცნიერებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ მაღალ დეტალიზაციასა და მასშტაბურობას შორის. სიმულაცია TNG50 კი ჩვეულ ჩარჩოებს გასცდა: ის არა მარტო სამყაროს ევოლუციას გვიჩვენებს, არამედ ისეთ უმნიშვნელო პროცესსაც მასში, როგორიც ერთი ცალკეული გალაქტიკის ფორმირებაა, თან წარმოუდგენელი სიზუსტით. თუმცა, ბევრჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო:

TNG50, გერმანელი და ამერიკელი მეცნიერების ერთობლივი წამოწყებაა, დეტალები კი ჟურნალ  Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. სუპერ კომპიუტერ Hazel Hen-ს წელიწადზე მეტი დასჭირდა სიმულაციის დასასრულებლად, რომელიც, ანალოგიური პროექტბისგან განსხვავებით, უკუმიმართულებით მუშაობს დროში. მარტივად რომ ვთქვათ, ის იყენებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი კოსმოსი დღეს, რათა იწინასწარმეტყველოს გარემოებები, რამაც პროცესთა ასეთ მიმდინარეობამდე მიგვიყვანა.

მილიარდობით წლების განმავლობაში გალაქტიკათა ფორმირებაზე თვალის დევნება თავისთავად საოცარი სანახაობაა, თუმცა უკვე ცნობილი მონაცემებისთვის ამ სიმულაციამ მეცნიერებს და ჩვენ არა მარტო ვიზუალური ეფექტი მოგვცა, არამედ ახალი იდეებიც მოგვაწოდა, დისკოს ფორმის გალაქტიკათა ჩამოყალიბების აქამდ ეუცნობი პროცესების შესახებ (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.