მთვარის კრატერები ლანგრენიუსი და პეტავიუსი

 მთვარის ისტორია, ნაწილობრივ, მის კრატერებშია ჩაწერილი. დედამიწიდან გადაღებულ ამ მთვარის პანორამაზე, დიდი კრატერები ლანგრენიუსი და პეტავიუსია (მარჯვნივ) წარმოდგენილი. ისინი სხვადასხვა დროს მომხდარი შეჯახებებით წარმოიქმნა. 130 კილომეტრიან პეტავიუსს ტერასირებული კედლები და 3 კილომეტრი სიმაღლის ცენტრალური პიკი აქვს. 180 კილომეტრიანი პეტავიუსის ცენტრიდან კი ადვილად შესამჩნევი ნაპრალი ამოდის. ცნობილია, რომ პეტავიუსის ასაკი 3,9 მლრდ. წელია, ხოლო ნაპრალის წარმოშობა უცნობია. კრატერები საუკეთესოდ ჩანს ახალმთვარეობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჩრდილებით კარგად გამოკვეთილი ვერტიკალური ტალღოვანი სტრუქტურებისა და ბორცვების ხარჯზე. ეს გამოსახულება ინფრაწითელ დიაპაზონში სამოყვარულო ტელესკოპით გადაღებული რამდენიმე ათასიდან ამორჩეული საუკეთესო კადრებით არის შედგენილი. დედამიწის მთები მილიარდ წელიწადში, შესაძლოა, ეროზიის შედეგად დაიშალოს, მაგრამ მთვარის კრატერები ლანგრენიუსი და პეტავიუსი კიდევ მრავალი მილიარდი წელი იარსებებს, სავარაუდოდ, სანამ მზე გაფართოვდება და ორივეს გადაყლაპავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.