გალაქტიკა NGC 1097-ის მკლავებში

 სამხრეთის ცის სპირალური გალაქტიკა NGC 1097, რომლემადე მანძილი 45 მილიონი სინათლის წლია, ღუმელის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ამ ფერად გამოსახულებაზე მისი ცისფერი მკლავები, მოვარდისფრო ვარსკვლავთწარმომქმნელი უბნებით არის მოფენილი. ისინი, თითქოს, ზედა მარჯვენა მხარეს მდებარე თანამგზავრ პატარა გალაქტიკას შემოჰხვევია, რომელიც დიდის ელვარე ბირთვიდან 40 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამასთან ერთად, ფოტოზე დაიმზირება სუსტი ჭავლებიც (“ჯეტი”), რომლებიც მკლავებს იქეთ საკმაოდ შორს ვრცელდება. NGC 1097-ის ოპტიკურ გამოსახულებებზე ოთხი ასეთი ჭავლია აღმოჩენილი. იქსის ფორმის წარმონაქმნის ცენტრი გალაქტიკის ბირთვს ემთხვევა, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი ცენტრიდან არ უნდა ამოდიოდეს. ალბათ, ვარსკვლავთა ნაკადებია, რომლებიც NGC 1097-ის მიერ შორეულ წარსულში სხვა გალაქტიკის მიერთების პროცესში წარმოიქმნა. NGC 1097 სეიფერტის გალაქტიკას წარმოადგენს, რომლის ცენტრშიც ზემასიური შავი ხვრელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.