გალაქტიკა, ჭავლი და სახელგანთქმული შავი ხვრელი

 ელვარე ელიფსურ გალაქტიკაში – მესიე  87 (M87), ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს, რომლის გამოსახულების მიღება პლანეტა დედამიწაზე, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპით შეძლეს (ბნელი ძალა). ეს გიგანტური გალაქტიკა ქალწულის გალაქტიკათა გროვაში მდებარეობს, 55 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. ინფრაწითელ დიაპაზონში მიღებული გამოსახულება, რომელიც კოსმოსურმა ტელესკოპმა “სპიცერმა” გადაიღო, მოცისფრო ელფერი აქვს მიცემული. M87, ძირითადად, გამოკვეთილი დეტალების არმქონე ღრუბელივით გამოიყურება, თუმცა, ამ გამოსახულებაზე მისი რელატივიუსტური (ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი) ჭავლები (“ჯეტი”) შეგვიძლია გავარჩიოთ, რომლებიც გალაქტიკის ცენტრიდან ამოიტყორცნება. ზედა მარჯვენა კუთხეში დატანილ ჩანართში, ეს ჭავლები ათასობით სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. შედარებით ელვარე ჭავლი, მარჯვნივ, თითქმის აქეთ არის მომართული, მხედველობის ხაზთან ახლოს, ხოლო საწინააღმდეგო ჭავლი არ ჩანს, ჩანს მხოლოდ მის მიერ განათებული გაზის რკალი. ქვედა ჩანართზე კი ამ ზემასიური შავი ხვრელის ისტორიული გამოსახულებაა წარმოდგენილი. “სპიცერის” გარჩევადობის შესაძლებლობა მცირეა, ამიტომ თვითონ შავი ხვრელი არ ჩანს. ის გარშემორტყმულია მატერიით, რომელსაც ხვრელი აჩქარებს და რელატივისტურ ჭავლებს ენერგიით ამარაგებს (NASA, JPL-Caltech, Event Horizon Telescope Collaboration).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.