სამი გალაქტიკა

 რატომ არის NGC 4696 ასეთი უცნაური ფორმის? როგორ წარმოიქმნა გალაქტიკიდან გამომავალი უცნაური კაპილარული ძაფები? და რა როლს თამაშობს ზემასიური შავი ხვრელი მისი ფორმის ჩამოყალიბებაში?

გალაქტიკა გამოცანა

 NGC 4696, ელიფსური გალაქტიკაა. არ გააჩნია რთული სტრუქტურა, სპირალური ფორმის მოძმეებისაგან განსხვავებით, მასში არ მიმდინარეობს ვარსკვლავწარმომქმნელი პროცესები. ელიფსური გალაქტიკები სპირალურების გაერთიანებით ჩნდება, ამ დროს, გაზისა და მტვრის ღრუბლების შეერთება ვარსკვლავწარმომქმნელი პროცესების დაჩქარებას იწვევს, გაზი ვარსკვლავებში იყრის თავს და მნათობთა ფორმრიება წყდება, ამიტომ ასეთი ტიპის გალაქტიკებში ხნიერი ვარსკვლავები უფრო ჭარბობს.

 NGC 4696, სხვა ასეთი ფორმის გალაქტიკებზე საინტერესოა – უზარმაზარი ზოლები, 30 000 სინათლის წლის ზომით, სხვებისაგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშანია. სხვადასხვა დიაპაზონში დაკვირვებით ზოლებში თხელი, იონიზეული წყალბადის ”ძაფები” აღმოაჩინეს. გალაქტიკის ცენტრიდან ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი მატერიის ჭავლები ამოტყორცნება(M87) ზემასიური შავი ხვრელი ქმნის. რენტგენის დიაპაზონში თუ დავათვალიერებთ, დიდ სიცარიელეებს აღმოვაჩენთ, რაც ხსენებული ჭავლების კოლოსალურ სიმძლავრეზე მეტყველებს.

კოსმოსური ბზარი

 ეს სურათი, ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო. ლინზისმაგვარი გალაქტიკა NGC 4452 გვერდიდან მოჩანს, ამიტომ ის თავისებურ ”კოსმოსურ ბზარს” ჰგავს. ფოტოზე გაირჩევა კაშკაშა ბირთვი და თხელი დისკო. NGC 4452, უილიამ ჰერშელმა, 1784 წელს აღმოაჩინა. მან ობიექტი აღწერა, როგორც პატარა და ძალიან წაგრძელებული ნათელი ნისლეული. NGC 4452 შედის გალაქტიკათა ჯგუფში სახელად ქალწულის გროვა, რომელიც დედამიწიდან 60 მილიონი სინათლის წლის მანძილთაა დაშორებული და დაახლოებით 2000 გალაქტიკას შეიცავს.

გალაქტიკა სუპერქარით

 რამ შეაშფოთა ასე ძალიან ეს გალაქტიკა? ცნობილია, რომ ის უფორმო გალაქტიკაა, ნომრით M82 მესიეს კატალოგში. სპირალურ M81-თან გრავიტაციული კავშირი მისი ცენტრიდან ამოსული მოწითალო გაზის ბუნებას ვერ ხსნის. ეს შეიძლება იყოს ერთად თავმოყრილი ვარსკვლავური გაზის ნაკადები, რომლებიც, საბოლოოდ, ერთ მთლიან სუპერქარად გადაიქცა. წარმოდგენილ ფოტომოზაიკაზე სფეციფიური წითელი ფერი გაძლიერებულია, ის იონიზებული წყალბადისთვისაა დამახასიათებელი. მოწითალო ბოჭკოვანი სტრუქტურები სივრცეში 10 000 სინათლის წლის მანძილზეა გაბნეული. “სიგარის” სახელით ცნობილი გალაქტიკა ჩვენიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა. ძალიან კაშკაშაა ინფრაწითელ დიაპაზონში. ხილულ სპექტრში მისი დანახვა შესაძლებელია სამოყვარულო ტელესკოპითაც, დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.