გალაქტიკას ასცდა

 გალაქტიკას საფრთხე არც ემუქრებოდა. გალაქტიკა სამკუთხედში, იგივე M33, ამ ანთების წარმომქმნელ კენჭზე გაცილებით დიდია და დედამიწას სამი მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ატმოსფეროს მაღალ ფენებში მქროლმა ქარმა, აორთქლებული მეტეორის მანათობელ კვალში არსებული მოლეკულები, ცაზე ასეთნაირად პროეცირებული გალაქტიკის საპირისპირო მხარეს წაიღო. ასტრო ფოტოგრაფს (ამან ჩოქში/Aman Chokshi) ძალიან გაუმართლა, ერთ კადრში გამოიჭირა მეტეორი და გალაქტიკა. სპირალური M33-ის ფერების უკეთ გამოსაჩენად, ამ სურათზე იგივე გალაქტიკის ორი ფოტოა დადებული. მეტეორი წამში გაქრა, გალაქტიკა კი კიდევ მილირადობით წლები იკაშკაშებს (გალაქტიკა სამკუთხედში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.