გაზურმა ღრუბელმა შავი ხვრელი ვერ შეამჩნია

 გერმანელმა, ამერიკელმა და ებრაელმა ასტრონომებმა გაზური ღრუბელის G2-სა და რადიოწყარო მშვილდოსანი A*-ს შორის ურთიერთქმედების თავისებურების ახსნა სცადეს. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ G2-ის გაზურ ღრუბელში გასვლას, რომელიც რადიოწყაროს შემოფარგლავს, მძლავრი რენტგენისა და რადიოგამოსხივების წარმოქმნა უნდა მოჰყოლოდა.

 რადიოწყაროსთან ახლოს მდებარე ღრუბელში გასვლის მერე, ღრუბელი G2 თავისი თავდაპირველი ტრაექტორიიდან ოდნავ გადაიხარა. მკვლევართა აზრით, ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ G2 უფრო დიდი გაზური ღრუბლის შედარებით სქელი ნაწილია, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინათ(დედამიწამდე მანძილის გაუთვალისწინებლად) ზეახლის აფეთქების შედეგად წარმოიქმნა.

 ამ ჰიპოთეზის მტკიცებულებად მეცნიერები იმაზე მიუთითებენ, რომ G2-ის მსგავსი კიდევ ერთი დამზერადი ღრუბელი G1, იგივე სიბრტყეში მძრაობს. ეს შედარებით მკვრივი წარმონაქმნები გრავიტაციულად ურთიერთქმედებენ და რადიოწყაროს შემომფარგლავ სივრცეში ისე მოძრაობენ, როგორც ერთი მთლიანობა. ღრუბლებმა G1 და G2-მა რადიოწყარო მშვიდლოსანი A*-ს შავი ხვრელი თითქოს ვერ შეამჩნიეს(უფრო ზუსტად, სივრცე მის გარშემო).

 რადიოწყარო მშვიდლოსანი A* ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს(რა არის გალაქტიკის ბირთვში?), მზის სისტემიდან 26 ათასი სინათლის წლის მანძილზე. ობიექტი ინფრაწითელსა და რენტგენის დიაპაზონებში ასხივებს; შესაძლებელია, რომ ის ზემასიურ შავ ხვრელს წარმოადგენს, რომლის გარშემო გავარვარებული გაზური ღრუბელი ბრუნავს, რომლის შემადგენელი ნივთიერებები შავ ხვრელზე აკრეცირებენ(ეცემიან).

G2_BEVRI

 რადიოწყარო მშვიდლოსანი A*-სთან ახლოს აღმოჩენილი ღრუბელი G2, ხვრელის მიმართულებით მოძრაობდა და მის შემომფარგლავ ღრუბელს 2013 წელს მიაღწია. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ შავი ხვრელის აკრეციულ დისკოსა და G2-ის ურთიერთქმედებით ინტენსიური გამოსიხვება უნდა წარმოქმნილიყო, რითაც ამ მოვლენის დეტალურად შესწავლა მოხდებოდა.

httpv://www.youtube.com/watch?v=d6XdpuEC8nE

 ნავარაუდევი გააქტიურების არ არსებობის გამო მენციერებმა რადიოწყაროს ბუნების, ღრუბელი G2-სა და მათ შორის ურთიერთქმედების   ასახსნელად ახალი ვერსიები წამროადგინეს. ასტროფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ G1 და G2-ის მსგავსი სხვა შედარებით სქელი გროვები, არა უბრალოდ გაივლიან შავ ხვრეთან ახლოს, არამედ მასზე დაეცემიან და გამოსხივების ნავარაუდევ გაქტიურებას გამოიწვევენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.