ბომბარდირების კვალი მერკურიზე და მისი შესაძლო წყარო

 მერკურის გაიშვიათებული, ფაქტიურად არ არსებული ატმოსფერო, ე.წ. ეკზოსფერო, კვლების სახით წარმოდგენილი გაზებითა და ზედაპირიდან ამოსული მტვრის ნაწილაკებისგან შედგება. მერკურის ორბიტაზე ყოფნის განმავლობაში, აპარატმა – ”მესენჯერი”, ამ პლანეტის თხელ ატმოსფეროში კალციუმისა და ზოგიერთი სხვა ელემენტების კონცენტრაციათა ნახტომისებური ცვლილებები დააფიქსირა.

mesenjer 0
”მესენჯერი”(NASA).

 ნასას მენციერთა აზრით, მერკურის ეკზოსფროს პერიოდული ცვლილებები მეტეორიტულ წვიმებთან უნდა იყოს დაკავშირებული. დიდი მასის მეტეორიტების ვარდნა მერკურის ზედაპირზე ძლიერ აფეთქებებს იწვევს, თვითონ მეტეორიტისა და ზედაპირის ნაწილის აორთქლებით, რაც, თავის მხრივ, პლანეტის ეკზოსფეროში კალციუმის კონცნტრაციის ნახტომისებურ ზრდას ახდენს.

 მზის სისტემის მათემატიკურ მოდელში მერკურიზე კალციუმის კონცენტრაციის ცვლილებათა რეგისტრირებული დროების შესახებ მონაცემთა შეყვანით, ნასას სპეციალისტებმა ერთ-ერთი სუპერკომპიუტერის საშაულებით დაადგინეს, რომ მეტეორიტული წვიმის წყარო მხოლოდ ერთი კომეტაა – 2P/ენკე.

 კომეტა ენკე(ოფიციალური სახელით 2P/Encke) – ყველაზე მოკლეპერიოდიანი კომეტაა(3,3 წელი). სახელი იოჰან ფრანც ენკეს საპატივცემულოდ უწოდეს, რომელმაც რამდენიმე კომეტის ორბიტათა შესწავლის მერე დაადგინა, რომ ეს ერთი და იგივე კომეტაა და მისი ორბიტაც გამოითვალა. 1819 წელს ენკემ თავისი ნაშრომები გამოაქვეყნა და ამ კომეტის შემდეგი გამოჩენის დროც ზუსტად გამოითვალა – 1822 წელი. როგორც სხვა კომეტები, მზესთან ახლოს გავლის გამო ნელ-ნელა ენკეც იშლება. აღმოჩენის მერე ენკეს კომეტამ მასის 85% დაკარგა, ახლა მისი დიამეტრი 2 კილომეტრია. სავარაუდოდ, 2007 წლის მზესთან მიახლოება ბოლო შეიძლება ყოფილიყო ენკეს ისტორიაში: აქროლადი ნივთიერებების მარაგი ამოიწურა, კომეტას აღარ ეზრდება კუდი და მალე პატარა ასტეროიდად გადაიქცევა. კომეტა აჩქარებით მძრაობს, რაც ამოტყორცნილი გაზების რეაქტიული ძალით არის გამოწვეული. შესაბამისად, აჩქარებაც მცირდება.



მზეზე მომხდარი ერთ-ერთი ამოფრქვევის დროს ენკეს კომეტას კუდი მოძვრა, რაც არა ნაწილაკების დაჯახებებით, არამედ მაგნიტური ველის ზემოქმედებით იყო გამოწვეული.

მეტეორიტული ნაკადები ბეტა-ტაურიდები და ტაურიდები ამ კომეტასთანაა დაკავშირებული. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ტუნგუსკის მეტეოროიდი(105 წლის წინ ტუნგუსკის მეტეოროიდი ჩამოვარდატუნგუსკის მეტეოროიდი) ამ კომეტის დიდი ნამსხვრევი იყო. დედამიწის ორბიტასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდი 2004 TG10-იც ასევე ამ კომეტის ფრაგმენტი შეიძლება აღმოჩნდეს(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

mesenjeri ”მერკურის ეკზოსფეროში კალციუმის კონცენტრაციის ცვლილება, დაკავშირებული მისი ორბიტის მდებარეობასთან, აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა, მხოლოდ ახლახანს მოხერხდა ამ ცვლიელბათა მიზეზის დადგენა, რომელიც მზის სისტემის ერთ კომეტასათნ არის დაკავშირებული” – ამბობს შონ სოლომონი, მისია მესენჯერის შემეცნებითი ხელმძღვანელი კოლუმბიის უნივერსიტეტის მხრიდან(”მესენჯერი”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.