ბნელი ენერგიის სასარგებლოდ…

ბნელი ენერგიის სასარგებლოდ…

 ხილული სამყაროს უმსხვილეს გალაქტიკურ გროვებსა და მათ შორის არსებულ კოსმოსურ “უდაბნოებზე” დაკვირვებით, მეცნიერებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ სამყაროს აჩქარებით გამაფართოებელი ბნელი მატერია, მართლაც არსებობს(Astrophysical Journal Letters).

 “დიდი აფეთქების ექოზე, რელიქტურ გამოსიხვებაზე(რომლის ფოტონები ხსენებულ სტრუქტურებს გადის, სანამ დედამიწამდე მოვა), კოსმოსის ამ რეგიონების ზემოქმედების დასადგენად, ზუსტი დაკვირვებების ჩასატარებელი ახალი მეთოდი მოვიგონეთ. მასიური ობიექტების გრავიტაცია, სინათლის სხივებს ამრუდებს და თუ ბნელი ენერგია მართლაც არსებობს, მაშინ “უდაბნოებიდან” მოსული ფოტონები, გალაქტიკური გროვებიდან მოსულ ფოტონებზე ოდნავ ცივი უნდა იყოს” – ამბობს სესანდრი ნადათური(ფორთსმუთი, ბრიტანეთი)(ვოიდები გვატყუებენ?!).

დედამიწასა და შორეულ გალაქტიკურ გროვებს შორის მოხვედრილი გალაქტიკური გროვის გრავიტაცია, შორეულის შემადგენელი გალაქტიკების გამოსახულებებს ამახინჯებს.

 კოსმოლოგები თვლიდნენ, რომ ჩვენი სამყარო უცვლელი, მუდმივი სიჩქარით იზრდებოდა. 1998 წელს, ნობელის პრემიის ლაურეატებმა სოლ ფერლმუთერმა, ბრაიან შმიდთმა და ადამ რისმა დაადგინეს, რომ პირველი ტიპის ზეახლების აფეთქებების სიკაშკაშე საწინააღმდეგოს აჩვენებს – სამყაროს კიდეები სულ უფრო სწრაფად და სწრაფად ფართოვდება(ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან).

 ამ აჩქარების მიზეზი, როგორც ახლა ითლება, ბნელი მატერიაა – ეგზოტიკური თვისებების მქონე სუბსტანცია, რომელზეც სამყაროს შემადგენლის 70% მოდის.

რელიქტური გამოსხივების ორბიტალური ობსერვატორიები.

 დამზერის ახალი მეთოდების გამოყენებით, ნადათური და მისი კოლეგა რობერთ ქრითენდენი, ბნელი ენერგიის კვალს დიდი აფეთების ექოს ფოტონთა “გაწელვაში” ეძებდნენ. ცის სლოანისეული ციფრული დამზერისა(შორეული გალაქტიკები) და “პლანკის”(რელიქტური ფონი) მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

plank_2015

”პლანკი” და მის მიერ გადაღებული რელიქტური ფონი(ESA).

 მსგავსი ანალიზი ადრეც ჩატარდა, WMAP(რელიქტური ფონი)-დან მიღებულ მონაცემებსა და მცირე რაოდენობის გალაქტიკებზე ჩატარებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბნელი ენერგიის ზემოქმედებით სინათლის გამრუდება ხუთჯერ უფრო ძლიერად ხდებოდა, ვიდრე კოსმოლოგები ვარაუდობდნენ. ამის გამო, მეცნიერთა უმრავლესობა მიღებულ შედეგებს შეცდომად თვლიდა.

 700 ათასი შორეული გალაქტიკის ფოტოებისა და მათ ახლოს სივრცეში დიდი აფეთქების “ექოს” თვისებათა გამოყენებით, ქრითენდენმა და ნადათურმა გადაამოწმეს, მართლაც მცდარი იყო თუ არა აქამდე მიღებული შედეგები. მათ მიერ ჩატარებული გაზომვების მიხედვით, სინათლის გაწელვის ეფექტი მართლაც არსებობს, თუმცა მისი ძალა, დიდი აფეთქების კლასიკური თეორიის ჩარჩოებში ჯდება.

მწვანედ გალაქტიკების გროვებია წარმოდგენილი(ე.წ. ფილამენტები), მათ შორის კი ბნელი ვოიდები.

 მაგალითად, მიკროტალღური გამოსხივების(იგივე რელიქტური) “ტემპერატურა”, მოსული სიცარიელეებიდან, 15-5 მიკროკელვინით ნაკლებია საშუალო მნიშვნელობაზე, ხოლო გალაქტიკურ გროვებში გასული “ექოს” ფოტონებისა კი ნორმაზე 5-10 მიკროკელვინით მეტია.
ბნელი ენერგიის შესახებ სხვა, ბოლო დროს მიღებულ მონაცემებთან ერთად, ეს შედეგები, როგორც ბრიტანელი მენციერები თვლიან, ამ ენერგიის ნამდვილად არსებობის სასარგებლოდ მეტყველებს. რჩება ყველაზე უფრო რთული ამოცანა, როგორ უნდა შევძლოთ მისი დანახვა და შესწავლა(ბნელი ენერგია).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *