ბირთვის ბირთვი

 დედამიწის შიდა ბირთვს კიდევ ერთი ბირთვი აქვს, მთვარეზე პატარა, თვისებებით, რომლებიც მისი განსხვავებული მასალისგან ფორმირებაზე მიუთითებს(Nature Geoscience).

 აქამდე ითვლებოდა, რომ დედამიწის ბირთვი მყარი მეტალური სფეროა, ხოლო თვითონ პლანეტა ქერქის, მანტიის, გარე და შიდა ბირთვისგან შედგება. ახალი კვლევა კი გვიჩვენებს, რომ დედამიწის ბირთვს დამატებითი ფენა გააჩნია.

 ა.შ.შ. და ჩინელმა მეცნიერებმა სეისმური ტალღბის საშაულებით პლანეტის დამატებითი ბირთვი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, შიდა ბირთვის ნახევარი სწორედ მასზე მოდის.

 შიდა ბირთვის გარე ფენაში რკინის კრისტალები ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებით არიან ორიენტირებული, შიდა ფენაში კი აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ. გამოვლინდა განსხვავბებიც კრისტალების ქცევაში. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შიდა ბირთვის ფენები სხვადასხვა მასალიგან ჩამოყალიბდა.

 მონაცემების მისაღებად მეცნიერებმა, მიწისძვრების დროს გაჩენილი სეისმური ტალღები გამოიყენეს. ფენებს შორის გამყოფი საზღვრების გამოსავლენად, ისინი დედამიწის ზედაპირზე არსებული დეტექტორების მიერ ტალღების რეგისტრირებებს შორის დროთა განსხვავებას აფიქსირებდენენ(პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე; დედამიწის მაგნიტური ველი სუსტდება; დედამიწის ცენტრი სხვა სიჩქარით ბრუნავს; ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ; დედამიწის თხევადი ბირთვი ჟანგბადის გარეშე დარჩა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.