ბალტიისპირელი კოღო ჩინურ ქარვაში

 მეცნიერებმა, ფუშუნის ქვანახშირის საბადოებში ნაპოვნი ქარვა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მწერების სახეობები, რომლებიც აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობდნენ, პრინციპულად არ განსხვავდებიან იმათგან, რომლებიც ევრაზიის საპირისპირო კიდეზე, ბალტიის ზღვასთან აღმოაჩინეს(უცნაური ობიექტები ბალტიის ფსკერზე(გაგრძელება)).

 ფუშუნის ქარვაში მწერებისა და ობობასმაგვართა 80-მდე სახეობა არის აღმოჩენილი, რომლებიც აღმოსავლეთ აზიაში 53 მილიონი წლის წინათ(კაინოზოური პერიოდის ეოცენი) ბინადრობდნენ. თითქმის ყველა მათგანის აღწერილობა ბალტიისპირულ ქარვაში ნანახი მწერების აღწერილობას ემთხვევა. ამ ფაქტმა მეცნიერები ძალიან გააკვირვა: კაინოზოური პერიოდის დასაწყისში ევროპასა და აზიას თურგაის ზღვა ყოფდა, რომელიც ევრაზიის კიდეებს შორის სახეობების მიგრაციას აბრკოლებდა.

 საუკუნეზე მეტია ქალაქი ფუშუნი ჩინეთის ”ქვანახშირის დედაქალაქს” წარმოადგენს. ადგილობრივები ხშირად ნახულობენ იქაურ საბადოებში ქარვის ნატეხებს და იუველირებზე ყიდიან მათ. ინდოეთში ნანახ რამდენიმე ეგზემპლიარს თუ არ ჩავთვლით, ეს აზიური ქარვას ერთად-ერთი წყაროა. პალეონტოლოგი ბო ვანგი იყო პირველი, ვინც ფუშუნის საბადოების გაქვავებული ფისის შემეცნებითი პოტენციალი დაინახა, მან მწერების ჩანართებიანი მინერალის(ინქლიუზი) 3000-მდე ფრაგმენტი შეაგროვა(სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *