ბაიკალის ტბაში ჩაყინული მეთანის ბუშტები

 ტბა ბაიკალი, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული წყალსატევია რუსეთში. ის ყველაზე ძველი, ყველაზე დიდი მოცულობისა და სიღრმის მქონე ტბაა მსოფლიოში, მასში დედამიწის მტკნარი წყლის 20%-ია თავმოყრილი. არის მეთანის ერთგვარი უზარმაზარი სანახიც. მეთანი სითბურ ეფექტს იწვევს – როცა ატმოსფეროში ხვდება, ინფრაწითელ(სითბურ) გამოსხივებას შთანთქავს, რაც მთელი პლანეტის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლს ზრდის. საბედნიეროდ, ტბიდან ამომავალი მეთანის მოცულობას, კლიმატზე ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია. თუმცა, გაურკვეველია, რა შეიძლება მოხდეს თუ ამ რეგიონში ტემპერატურა მოიმატებს, ან წყლის დონე შემცირდება. ფოტოზე წარმოდგენილი მეთანის ბუშტები, უკიდურესად სუფთა ყინულის ტყვეობაშია მოქცეული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.