აფეთქების ახალი ტიპი კოსმოსიდან ზემასიური შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის დაშლის ილუსტრაცია(NASA / JPL-Caltech.).

აფეთქების ახალი ტიპი კოსმოსიდან

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, ერთ-ერთ შორეულ გალაქტიკაში სრულიად ახალი ტიპის აფეთქება აღმოაჩინა(southampton.ac.uk). აფეთქება სახელად – PS1-10adi, დიდსა და აქტიურ გალაქტიკაში დაფიქსირდა, ზემასიური შავი ხვრელით ცენტრში, რომელიც ახლო სივრცეში მდებარე მატერიასა და გაზს ინტენსიურად შთანთქავს.

 ჰავაისა და ლა პალმაზე არსებული ობსერვტაორიების ტელესკოპებით მიღებული მონაცემების საშუალებით, მეცნიერებმა ამ დამანგრეველი მოვლენის ენერგეტიკის შეფასება შეძლეს. აფეთქების გამომწვევი ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს – მზეზე ასეულიბითჯერ მასიური ვარსკვლავის ზეახალდ ანათება, ან შედარებით მსუბური ვარსკვლავის დაშლა ზემასიური შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტთან მიახლოებისას.

 აფეთქება PS1-10adi, დაახლოებით 2,4 მილიარდი წლის წინათ მოხდა. მისი შესწავლა 2010 წელს დაიწყო, ხოლო აფეთქების შემდგომი გავრცელების ნელმა ხასიათმა მენციერებს მასზე წლების განმავლობაში დაკვირვების საშუალება მისცა.

 ”ასეთი ტიპის აფეთქებებისას ათჯერ მეტი ენერგია გამოიფრქვევა, ვიდრე სხვა ”ჩვეულებრივი” აფეთქებების დროს. ეს ფაქტი ყველა იმ თეორიასთან მოდის წინააღმდეგობაში, რომლებიც ვარსკვლავების სიცოცხლის ციკლის დამასრულებელი ეტაპების შესახებ შეგვიქმნია. მიუხედავად ამისა, მოპოვებული მონაცემები უამრავ ინფორმაციას გვაძლევს იმ კატასტროფულ პირობებზე, რომლებიც ამ უზარმაზარი გალაქტიკის ცენტრშია, რისი პირდაპირი დამზერაც ძალიან ძნელია. თუ ეს ზეახლის აფეთქება იყო, აქამდე უცნობ, ძალიან უცნაურ ვარსკვლვთან უნდა გვქონდეს საქმე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ახსნის მეორე ვერსია უფრო ახლოა სიმართლესთან – ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის დაშლა” – ამბობს დოქტორი კოსიმო ინსერა(სოუთჰემფთონი, დიდი ბრიტანეთი)(რაც შავი ხვრელების შესახებ უნდა ვიცოდეთ).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *