ანიმირებული ქარიშხლების სეზონი NASA-სგან

 საით მიდიან ქარიშხლები? საშიში ქარიშხლების შესასწავლად, ნასამ რამდენიმე თანამგზავრიდან მიღებული მონაცემები სუპერკომპიუტერში შეიყვანა და გასული წლის ქარიშხლების სეზონის მოდელი შექმნა. ეს ვიდეოფილმი გვიჩვენებს, როგორ გადაადგილდებოდა კვამლი(თეთრი), ზღვის მარილი(ცისფერი) და მტვერი(ყავისფერი), დასავლეთ ნახევარსფეროს ჩდრილოეთ ნაწილში, 2017 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით. ეს აეროზოლები, უხილავი ქარების გადაადგილებაზე თვალთავლის საშუალებას იძლევა. ქარიშხლები, ატლანტის ოკეანის თავზე მოძრავ ნაკადებში ეხვევა. სანამ ჩრდილოატლანტიკურ ნაწილში გაიფანტებოდა, ქარიშხალებმა ჩდრილოეთ ამერიკის ზოგიერთ კუნძულებსა და სანაპირო რაიონებს შეუტია. წლევანდელი წლის ამინდის ხასიათის ცოდნა, მომავალი წლის ამინდის მეტი სიზუსტით პროგნოზირებაში დაგვეხმარება(ქარიანი გზები დედამიწაზექარიშხალი და მიწისძვრა: მოკავშირეები?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.