ასტრონომებმა ორგანული ნაერთების ასტეროიდებზე ჩამოყალიბების უარყოფილი ჰიპოთეზის რეამინაცია მოახდინეს

 ამერიკელმა ასტრონომებმა რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან ძველი ჰიპოთეზა გადაამოწმეს,რომელიც ასტეროიდებზე ორგანული ნაერთების გაჩენის გამოცანის ამოხსნაზე არის მოწოდებული. მეცნიერებმა ახლიდან გამოიანგარიშეს მზის მაგნიტური ველის წვლილი ასტეროიდების გათბობაში და დაასკვნეს, რომ ციური სხეულების ინდუქციური გაცხელების ჰიპოთეზა ფიზიკოსების მიერ დროზე ადრე იქნა უარყოფილი(Astrophysical Journal).

 მეცნიერთა აზრით, გადამწყვეტი როლი ინდუქციურმა გაცხელებამ ითამაშა, გამოწვეული ასტეროიდების მოძრაობით მზის მაგნიტურ ველში. ასეთი წინადადება ადრეც იქნა გამოთქმული, ერთ-ერთ ჰიპოთეზად ორიდან, ასტეროიდებში არასტაბილური ელემენტების რადიოაქტიური დაშლის შედეგად გათბობასთან ერთად. გარდა ამისა, რადიოაქტიურიც  და ინდუქციური ჰიპოთეზები ვერ ეთანხმებოდნენ რეალობას. დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ მცირე ზომის სხეულების სერიოზულ დონემდე გასათბობად რადიოაქტიური ნივთიერებები არასაკმარისია, არც მზის მაგნიტური ველია, დამუხტული ნაწილეკების ნაკადებთან ერთად, საკმარისად ძლიერი. ასტრონომებმა, რომლებმაც ინდუქციური გაცხელების იდეა პირველად წარმოადგინეს, მოძველებულ მონაცემებს ეყრდნობოდნენ და არც თვით ასტეროიდის მოძრაობით გამრუდებულ მაგნიტურ ველს იღებდნენ მხედველობაში.

 ახალი ნამუშევარით მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მათ, წინამორბედთა შეცდომები გამოასწორეს. ახალი გამოთვლები, ელექტრომაგნიტურ ველში მოძრაობით იგივე ტემპერატურამდე გათბობის შესაძლებლობას აჩვენებენ, როგორიც არასტაბილური იზოტოპების რადიოაქტიური გათბობისას. ვარსკვლავის მაგნიტური ველი ასტეროიდებს ორჯერ მეტად აცხელებს, რაც ცდებითაც დასტურდება. მეცნიერები აღიარებენ, რომ მათი ნამუშევარი ორგანული მატერიის პარადოქსს ვერ ხსნის, თუმცა შემდგომი კვლევების გასაგრძელებელ ძლიერ საფუძველს ქმნის. 2020-იანი წლების პირველ ნახევარში ნასა ასტეროიდის გამოჭერასა და მთვარის ორბიტაზე გადმოყვანას გეგმავს, დეტალური კვლევებისთვის მასზე ასტრონავტების გადასხმით, ამიტომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში ასტეროდიების გამოცანა არა თეორიული, არამედ ექსპერიმენტის გზით გადაწყდება(“სწორი” ზომების ასტეროიდული სარტყელი და სიცოცხლე; სიცოცხლის ჩასახვისათვის საჭირო პირობები; კოსმოსური ამინომჟავების სინთეზის ახალი გზა; რთული ნახშირწყლები პლუტონზე; კოსმოსში რთული ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინესმეტეორიტების ქიმიურმა მრავალფეროვნებამ მეცნიერები გააკვირა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.