ასტრონომებმა მიწისმაგვარი პლანეტები დაითვალეს

სამუშაოს ჩარჩოებში ტრაუბმა გამოიყენა მონაცემები, რომლებიც ტელესკოპმა ”კეპლერმა” 136 დღიანი კვლევის განმავლობაში შეაგროვა. ასტრონომის მიზანი იყო ასეთი პლანეტების განაწილების ანალიზი რადიუსების, აგრეთვე მათი ვარსკვლავების სპექტრალური ტიპებისა და მასების მიხედვით.

ეკზოპლანეტა მხატვრის წარმოდგენით(NASA).

ტრაუბის ანალიზით გამოვლინდა რამდენიმე ეფექტი, რომლთაც, ასტრონომის აზრით, განსხვავებული ბუნება გააჩნიათ. მაგალითად, აღნიშნავს ის, რომ მკრთალ ვარსკვლავებთან პატარა პლანეტები უკიდურესად მცირე რაოდენობით რეგისტრირდება, რაც შეიძლება აპარატურის მგრძნობელობასაც შეიძლება მივაწეროთ.

ტელესკოპი ”კეპლერი” აწყობის დროს. 

ტრაუბს მოუხდა იმ პლანეტებზე მუშაობა, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავების გარშემო მცირე პერიოდებით მოძრაობენ – სწორედ ასეთების დანახვა შეუძლია თანამედროვე აპარატურას. თუმცა ტრაუბმა ივარაუდა, რომ მის მიერ მიღებული განაწილება არ იცვლება, თუ დიდი ორბიტალური პერიოდების პლანეტებსაც განვიხილავთ.

 ასეთი ექსტრაპოლაციის საფუძველზე, მან განიხილა სამი სპექტრალური კლასის ვარსკვლავები – F,G და K. შემდეგ ნახა, თუ ასეთი ტიპის რამდენ ვარსკვლავს აქვს პლანეტები 0,5 დან 2 დედამიწის რადიუსით და 0,1 დან 10 დედამიწის მასით – სწორედ ასეთები, ასტრონომის აზრით, შეიძლება ჩაითვალოს დედამიწისმაგვარ პლანეტებად.

 საბოლოოდ ტრაუბმა დაადგინა, რომ ვარსკვლავების ასეთი სისტემების 34%-ს(14%-ანი ცთომილებით) აქვს პლანეტები ე.წ. სიცოცხლისათვის შესაფერის ზონებში – სადაც პლანეტის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა.

 აპარატი ”კეპლერი” ორბიტაზე 2009 წელს გაიყვანეს. ის განუწყვეტლივ ახდენს 4,5 მილიონი ვარსკვლავიანი ცის სკანირებას, რომელიც გედისა და ლირას თანავარსკვლავედებს შორის მდებარეობს. აპარატის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მას არამარტო გაზის გიგანტების, არამედ პატარა პლანეტების რეგისტრირებაც შეუძლია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.