არანაწილაკები

 დიდი პაუზის მიუხედავად ადრონული კოლაიდერის მუშაობაში, ფიზკოსები მონაცემთა ყოველმხრივ ანალიზს აგრძელებენ, რომლებიც ამაჩქარებლის სამწლიანი მუშობის განმავლობაში დაგროვდა. კოლაბორაციათა სპეციალისტები, მონაცემებში სტანდარტული მოდელიდან გადახრის ნიშნებს ეძებენ, რომლებსაც ე.წ. ახალი ფიზიკის სხვადასხვა მოდელები წინასწარმეტყველებენ. მოწმდებიან ყველაზე უფრო ეკზოტიური თეორიებიც, მაგალითად თეორიები, რომლებშიც დიდი ადრონული კოლაიდერის ენერგიებზე გრავიტაცია ძლიერი ხდება, თეორიები დამატებითი განზომილებებითა და ისეთი უცნაური ჰიპოთეტური ობიექტებით, როგორებიც არანაწილაკები(unparticle stuff) არიან.

 თანამედროვე ფიზკა მატერიას კვანტური თეორიის პოზიციიდან აღწერს. ყველა ფუნდამენტური ნაწილაკი, მაგალითად, ელექტრონი, ფოტონი, კვარკი, მასში კვანტებს წარმოადგენენ, სხვადასხვა ველების ”დისკრეტულ ნაკუწებს”: ელექტრონულის, ელექტრომაგნიტურის, კვარკულის. მიკროსამყაროს სხვა ობიექტები, როგორებიც არიან პროტონები, ბირთვები, ატომები, რომლებსაც, ექსპერიმენტული მონაცემებიდან გამომდინარე, გარკვეული სივრცობრივი ზომები გააჩნიათ, ზემოთ ხსენებული ფუნდამენტური ნაწილაკებისგან შედგებიან.

 ფიზიკოსები, თუმცა, ადრეც ამჩნევდნენ, რომ კვანტური თეორია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. მასში შეიძლება გაჩნდნენ ობიექტები, რომლებიც მთლიანობაში, ნაწილაკებად გამოიყურებიან, თუმცა არანაირი სუბნაწილაკებისაგან არ შედგებიან(ერთგვარ ველების წნულებს წარმოადგენენ). ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, სკირმიონი და ინსტანტონი, ძლიერი ურთიერთქმედების თეორიაში უმნიშვნელოვანეს როლ თამაშობენ. ექსპერიმენტით ასეთი ობიექტები ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ, თუმცა მათი ძებნა გრძელდება.

 არანაწილაკების განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მათ არა აქვთ რაიმე განსაზღვრული მასა, გარკვეული ალბათობით გააჩნიათ ყველანაირი შესაძლებელი მასები. კიდევ ერთი უცნაური თვისება: ექსპერიმენტული თვალსაზრისით არანაწილაკის გაჩენა წილადი რაოდენობის ნაწილაკების გაჩენას შეიძლება ჰგავდეს(ატომი).

 მონაცემთა ანალიზისას, მოვლენათა გარკვეული რაოდენობა მართლაც იქნა აღმოჩენილი, რომლებიც შერჩევის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. თუმცა გაირკვა, რომ მათი რაოდენობა სტანდარტული მოდელით ნავარაუდევს ემთხვევა. ამგვარად, ეკზოტიკა ვერც მთლიან სტატისტიკაში იქნე აღმოჩენილი, თუმცა დადგინდა ახალი თეორიული ზღვრები.

 აღსანიშნავია ბნელი მატერიის მსუბუქი ნაწილაკების თვისებებზე დაწესებული ზღვრები. ამჟამად ბნელი მატერიის ნაწილაკების პირდაპირი აღმოჩენის ბევრი ექსპერიმენტი ტარდება, თუმცა მათი უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე გიგაელექტრონვოლტის მიმართ არის მგრძნობიარე. ამ პრობლემისადმი სხვაგვარი მიდგომის საშუალებას კოლაიდერები იძლევიან. აქ არა კოსმოსიდან მოსული ბნელი მატერიის ნაწილაკებს იჭერენ, არამედ კოლაიდერშივე დაბადებულებს. აქედან გამომდინარე, დიდი ადრონული კოლიდერით მიღებული შედეგები ასტროფიზიკური კვლევებისთვისაც უმნიშვნელოვნესია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *