ანდრომედას წარსულისა და მომავლის ვარსკვლავები

 დიდი და ლამაზი ანდრომედას ნისლეული (ან M31) – სპირალური გალაქტიკაა, რომლამდე მანძილი სულ რაღაც 2,5 მილიონი სინათლის წელია (უშორესი ობიექტი, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი). ფოტო გადაღებულია თვალისათვის უხილავ დიაპაზონებშიც, სხვადასხვა კოსმოსური ობსერვატორიების მიერ. ხილული სინათლე გვიჩვენებს, თუ ამჟამად სად არიან M31-ის ვარსკვლავები, ნაჩვენები თეთრად და ლურჯად, გადაღებული ობსერვატორიებით “ჰაბლი”, “სუბარუ” და “მაიალი“. ინფრაწითელ დიაპაზონში “სპიცერით” გადაღებული ფოტოები კი გვიჩვენებს, სად იბადებიან ახალი ვარსკვლავები, რომლებიც აქ ნარინჯისფრადაა შეღებილი. ინფრაწითელი დიაპაზონი ვარსკვლავების მიერ გამთბარი მტვრის უზარმაზარი ზოლების აღმოჩენაში გვეხმარება, რომლებიც გალაქტიკის სპირალური მკლავების გასწვრივ არის გადაჭიმული. მტვერიც იქვეა, სადაც ვარსკვლავთშორისი გაზი, ახალი მანთობების წარმოქმნისთვის საჭირო მთავარი “ნედლეული”. სავარაუდოდ, ეს ახალი ვარსკვლავები მომდევნო ასეული მილიონი წლის განმავლობაში აინთება, გაცილებით ადრე, სანამ ანდრომედა და ირმის ნახტომი ერთმანეთს შეუერთდება, რაც დაახლოებთ 5 მილიარდი წლის მერე უნდა მოხდეს (ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.