პენტაგონი, კონგრესმენები და ამო (UFO)

 უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად, ამერიკელმა კანონმდებლებმა ღია მოსმენა გამართეს, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო) დამზერის შემთხვევების კვლევას უკავშირდებოდა (cbsnews).

 აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაზვერვის საკითხებში, რონალდ მალტრიმ, კონგრესმენებს განუცხადა, რომ პენტაგონი არ დამალავს არანაირ ინფორმაციას არამიწიერი სიცოცხლის შესახებ, თუ ის აღმოჩენილი იქნა.

 რონალდ მალტრიმ ხასგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს არ სურს საჯაროდ გაამჟღავნოს ის მეთოდები, რომლითაც ხდება უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რადგან მსგავსი ტექნოლოგიები და პროცედურები გამოიყენება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებშიც, განმარტა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 ამო-ს დამზერის შემთხვევების გამოსაძიებლად, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რასაც აშშ-ს საზღვაო ძალების დაზვრევის დირექტორის მოადგილე სკოტ ბრეიც ადასტურებს. ჯერჯერობით, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს იმისა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები სხვა პლანეტებიდან გვსტუმრობენ, ამბობს ბრეი.

 აშშ-ს სპეცსამსახურები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ახსნან ამო-ს ბუნება. 2004 წლის ნოემბრიდან, 2021 წლის მარტამდე, დამზერის144 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 80, სპეციალური მოწყობილობითაც დადასტურდა.

 11 შემთხვევაში, ასეთი შეხვედრები აშშ-ს სამხედრო ტექნიკისა და ამო-ს შორის შეჯახებებით კინაღამ დასრულდა. ამასთან ერთად, ამო-ებისგან არანაირი გამაფრთხილებელი სიგნალები არ მოსულა შეჯახების თავიდან ასაცილებლად.

 დაგროვებული მონაცემების კვლევით, აშშ სამხედროებმა დაადგინეს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ამოუცნობი ობიექტების ქცევა ჰგავდა უპილოტო საფრენი აპარატების ქცევას, რომლებიც არ იმართებოდა გარედან. “ამის გამო, ჩვენ არ გვქონია მცდელობა კავშირი დაგვემყარებინა მათთან” – დასძენს სკოტ ბრეი (თეფშოლოგი პენტაგონი).

 აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილი პილოტი, ალექს დიტრიხი, ამო-სთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.