ანდრომედამ მეზობლი დაშალა და მიიერთა

 მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მენციერებმა დაადგინეს, რომ ანდრომედას გალაქტიკამ  ორი მილიარდი წლის წინათ (phys.org), მეზობელი დიდი გალაქტიკა დაშალა და მისი ფრაგმენტები მიიერთა. შედეგად, ჯუჯა გალაქტიკა მეზობელი წარმოიქმნა, რომელიც ელიფსურს კი ჰგავს, მაგრამ ახალგზარდა ვარსკვლავებს შეიცავს (პირველი ფოტო – M31, ანდრომედას გალაქტიკა. ავტორი: დავით დვალი, 2014წ.).

 ანდრომედა, იგივე M31, სპირალური გალაქტიკაა, ფორმით ჩვენს ირმის ნახტომს ჰგავს და 2,5 მილიონი სინათლის წლით არის მას დაშორებული. მისი სტრუქტურის ერთ-ერთი კომპონენტია ვარსკვლავური ჰალო – უხილავი ნაწილი, რომელიც გაიშვიათებული ცხელი გაზისა და ვარსკვლავებისგან შედგება. ჰალო, გალაქატიკის დისკოდან საკმაოდ დიდ მანძილზე ვრცელდება და ანდრომედასთან შერწყმული პატარა გალაქტიკების ფრაგმენტებს შეიცავს.

 М31-თან ახლოს თანამგზავრი გალაქტიკებია – ჯუჯა М32 და М110. მათი გრავიტაციული კავშირი მოქცევით ვარსკვლავურ კუდებს აჩენს, ანდრომედას დისკოზე ნელ-ნელა ვარდნილი ვარსკვლავებით მათში. М32-ს ელიფსური გალაქტიკის ნიშნები ჰქონდა, თუმცა მისი ფორმირების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი.

 ჰალოს სტრუქტურებსა და ანდრომედაში მდებარე ვარსკვლავების მსგავსება იმაზე მიუთითებს, რომ წარსულში ანდრომედამ საკმაოდ ძლიერი შეჯახება გადაიტანა. კომპიუტერული მოდელირება გვიჩვენებს, რომ М31-მა მიიერთა М32p, რომლის მასა 2,5∙1010 მზის მასას უტოლდებოდა. ის მესამე დიდი გალაქტიკა იყო ადგილობრივი ჯგუფისა, რომელშიც ირმის ნახტომიც შედის. ასტრონომთა აზრით, М32, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შედგება, ადრე М32p-ს ბირთვი იყო (გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედაგალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.