ამოტრიალებული ”გული”

 წარსულში, პლუტონი და მისი დიდი თანამგზავრი – ქარონი, როგროც ჩანს, ერთმანეთს შეეჯახა, რის გამოც ჯუჯა პლანეტის ”გული” – გადაბრუნდა(New Scientist).

 ასტრონომმა ჯეიმს ქინმა(არიზონას უნივერსიტეტი, ტუსონი,ა.შ.შ.) და მისმა კოლეგებმა, თომბოს რეგიონის დასავლეთ ნაწილს მიაქციეს ყურადღება, სადაც გულის ფორმის ვაკე ადგილი მდებარეობს(პლატო ”სპუტნიკი”). მეცნიერთა აზრით, ის დაახლოებით 10 მილიონი წლის წინათ გაჩნდა, გაყინული აზოტით უზარმაზარი კრატერის შევსების შედეგად. ეს ღრმული ახლოსაა ხაზთან, რომელიც პლუტონისა და ქარონის სიმძიმის ცენტრებს აერთებს. ნაკლები სიმკვრივის გამო, გარემოსთან შედარებით, ქარონის მიზიდოლუბას პლუტონისეული ”გულის” თავისკენ შემობრუნება შეეძლო(ათას კილომეტრამდე მანძილზე მიგრირებით). ქინის მოსაზრებას კომპიუტერული მოდელირებაც ამტკიცებს.


პლუტონი, რეგიონები – სპუტნიკი და ქთულჰუ.

 ალტერნატიული ახსნა, პლანეტოლოგმა ფრენსის ნიმომ(სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, სანტა-კრუზი, ა.შ.შ.) წარმოადგინა – თომბოს დასავლეთი ნაწილის თავისებურებები, მთვარისეული მასკონების(დადებითი გრავიტაციული ანომალიების გამომწვევი მასიური გროვები ლითოსფეროში) ანალოგიურია(მთვარის ქერქი ფორებიანი აღმოჩნდა). დედამიწის თანამგზავრზე ეს წარმონაქმნები, ზედაპირზე მანტიის ამოსვლით გაჩნდა, ასტეროიდებთან შეჯახების ადგილებზე. პლუტონის შემთხვევაში, მანტიის როლს ზედაპირქვეშა ოკეანე შეიძლება თამაშობდეს(პლუტონი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.