ათასი ეკზოპლანეტა

დამტკიცებული ეკზოპლანეტების კატალოგი ათასი ობიექტის ნიშნულს მიუახლოვდა. მეათასე ეკზოპლანეტის ტრეგისტრაციის ზუსტი თარიღი ძნელი დასადგენია, რადგან დათვლის ერთიანი მეთოდიკა არ არსებობს. დღეისათვის რამდენიმე სია არსებობს, რაც რომელიმე ციური სხეულის „მეათასე ეკზოპლანეტად“ აღიარებას აძნელებს. 2013 წლის 27 სექტემბრისთვის ასეთი მონაცემები გვაქვს: 986 The Extrasolar Planets Encyclopaedia-ის მიხედვით, 948 Open Exoplanet Catalogue-სა და 906 NASA-ს ეკზოპლანეტების არქივის მიხედვით.

 Exoplanet Orbit Database-ს ჩამონათვალში, რომელიც ასევე ნასას მხარდაჭრით შეიქმნა და ეკზოპლანეტათა ორბიტების ყველაზე უფრო ზუსტ მონაცემებს შეიცავს, სულ 732 ეკზოპლანეტაა. პროექტის ავტორები გარკვეულ ნელმოქმედებას აღიარებენ და ფართო საზოგადოებისთვის საუკეთსო ბაზად The Extrasolar Planets Encyclopaedia-ს მიიჩნევენ. ერთიანი ცენტრი, სადაც ასტრონომები მათ მიერ აღმოჩენილი და სხვა ჯგუფების მიერაც დამტკიცებული ეკზოპლანეტების შესახებ განაცხადებდნენ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, დამტკიცებული ეკზოპლანეტების დაახლოებითი რიცხვი, თუ ყველა კატალოგზე დაყრდნობით მიღებულ საშუალო მონაცემს ავიღებთ, შეგვიძია შევაფასოთ როგორც 9 ასეულზე მეტი.

 ეკზოპლანეტათა უმრავლესობა ტრანზიტული მეთოდით არის აღმოჩენილი( როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს). მათი რაოდენობის მაჩვენებელი დღეისათვის პირობითი სიდიდეა. თავიდან ობიექტები „ეკზოპლანეტობის კანდიდტობის“ სტატუსს იღებენ, რადგან ლაპარაკი არა ერთმნიშვნელოვან მტკიცებაზეა, არამედ ვარსკვლავის ელვარების პერიოდულ ცვლილებაზე ან მისი სიჩქარის ცვლილებაზე დედამიწის მიმართ( ეკზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის ელვარებაზე გრავიტაციით ზემოქმედებს). თუ აღმოჩენა სხვა მეთოდებითაც დამტკიცდა, მაშინ პლანეტის ნამდვილად არსებობის შესახებ კეთდება დასკვნა. ზოგჯერ პირიქითაც ხდება: ცნობა ეკზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ გადამოწმებას მას მერე ვეღარ უძლებს, როცა მისი არსებობა უკვე დამტკიცებულია, ამიტომ პლანეტას კატალოგიდან შლიან(ეკზოპლანეტებზე მონადირე ორივე ორბიტალური ტელესკოპი მწყობრიდანაა გამოსული; ეკზოპლანეტები).

One comment

  1. მომავალში ისეთი დრო დადგება, “ბაითის” ნაცვლად პლანეტებს ვიტყვიტ 😀

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.