კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი

 კომეტა (ძველი ბერძნული სიტყვიდან კომეტა, komḗtēs — „თმიანი“, „ბეწვიანი“) არის პატარა ციური სხეული, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს კონუსური კვეთის ფორმის ძლიერ წაგრძელებულ ორბიტაზე. მზესთან მიახლოებისას კომეტას უჩნდება კომა, გაზისა და მტვრის კუდი.

კომეტების ტიპები და ძირითადი განსხვავებები

 კომეტების კლასიფიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა დამოუკიდებელი მახასიათებლების მიხედვით: მათი წარმოშობა, ფრენის ტრაექტორია, დაბრუნების სიხშირე და მიმდინარე მდგომარეობა. ერთი ობიექტი რამდენიმე კატეგორიასაც შეიძლება მიეკუთვნებოდეს.

ორბიტის ფორმის (ტრაექტორიის ფორმის) მიხედვით

— ელიფსური: დახურული ორბიტა → კომეტა ბრუნდება. აქ შედის ცნობილი კომეტების აბსოლუტური უმრავლესობაა.

— პარაბოლური: პარაბოლის ფორმა თეორიულ ზღვარს უახლოვდება. ეს კომეტები, როგორც წესი, ოორტის ღრუბლიდან მოდიან, უკიდურესად გრძელპერიოდიან, აპერიოდულ ორბიტებს მიჰყვებიან და ხშირად, ვარსკვლავთშორის სივრცეში გამოტყორცნამდე, მხოლოდ ერთხელ გადიან მზის სისტემის შიდა ნაწილში. კლასიფიცირდებიან როგორც თითქმის პარაბოლური ან გრძელპერიოდიანი კომეტები.

— ჰიპერბოლური: ღია ორბიტა → ტოვებენ მზის სისტემას. ასეთი კომეტები იშვიათია.

ორბიტული პერიოდის მიხედვით (მხოლოდ ელიფსური კომეტებისთვის)

— მოკლეპერიოდიანი: 200 წლამდე პერიოდი, რეგულარულად ბრუნდებიან. წარმოიშობით, ძირითადად, კოიპერის სარტყლიდან. ისინი ასევე იყოფა იუპიტერის ოჯახის კომეტებად, ჰალეს ტიპის კომეტებად და დინამიურად ახალ კომეტებად ოორტის ღრუბლიდან. მაგალითად, ჰალეს კომეტა (ორბიტული პერიოდი ≈ 76 წელი).

— ხანგრძლივპერიოდიანი: პერიოდი 200-1000 წელი. ჩვეულებრივ, წარმოიშობით ოორტის ღრუბლიდან. მაგალითად, 1965 წლის დიდი კომეტა – იკეია-სეკი (C/1965 S1 (ორბიტული პერიოდი ≈ 879 წელი).

— არაპერიოდული: ორბიტული პერიოდი 1000 წელზე მეტი ან განუსაზღვრელი. მაგალითად, 1811 წლის დიდი კომეტა (C/1811 F1 – ორბიტული პერიოდი ≈ 2974 წელი).

მზესთან მიახლოების მიხედვით

— მზესთან ახლოს მოძრავი: მოძრაობენ <0,01 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (მზიდან 1,5 მილიონ კმ-ზე ნაკლები), ადვილად იშლებიან. მაგალითად, კროიცის ოჯახის კომეტები; ერთ-ერთი ასეთი კომეტა – C/2026 A1 (MAPS), ახლა უახლოვდება მზეს.

— რეგულარული მიახლოებებით: მზიდან შორს რჩებიან, მაგრამ უწევთ მიახლოებებიც.

აქტივობის მიხედვით

— აქტიური: მზის ისთბიოს ზემოქმედებით უჩნდებათ ქკომა და კუდი, რომელიც მილიონობით კილომეტრზე შეიძლება იყოს გადაჭიმული.

— მიძინებული: თითქმის არ ავლენენ აქტივობას – ყინული დაფარულია მტვრის ქერქით.

— მკვდარი: აქროლადი ნივთიერებები ამოწურულია, გარეგნულად მუქი ასტეროიდების მსგავსია.

 კომეტა შეიძლება იყოს ელიფსური, მოკლეპერიოდიანი, იუპიტერის ოჯახის, მზის და ამავდროულად აქტიური.

კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი

 ასტეროიდები, კომეტებისაგან განსხვავებით, ”უკუდო” ციური სხეულებია, თუმცა არსებობს გამონაკლისთა ათეულიც. ერთ-ერთ ასეთ ასტეროიდზე, კანარის დიდი ტელესკოპიდან დაკვირვებისას, ესპანელმა ასტრონომებმა დროის ის მომენტი დაადგინეს, როდესაც კოსმოსურმა მოგზაურმა გაზ-მტვროვანი კუდი ”გაიკეთა”.

 ასტრონომებმა ათი ასტეროიდი იციან, რომელთაც გაზ-მტვროვანი კუდი გააჩნია. მათ მთავარი ასტეროიდული სარტყლის კომეტებს უწოდებენ, რადგან მათი ორბიტები იქ გადის, კუდი კი კომეტებთან აახლოებთ. მათი კუდების დანახვა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზეა შესაძლებელი – რამდენიმე თვე, როგორც 2006 VW139 და P/2010 R2 (La Sagra)-ის შემთხვევაში იყო. ზოგჯერ კი მათი კუდი თვალის დახამხამებაში (ასტრონომული მასშტაბებით) ქრება – მაგალითად, 596 Scheila-ს კუდი სამ-ოთხ კვირაში გაქრა.

 ერთ-ერთი ასეთი ასტეროიდი-კომეტა – P/2012 F5 (Gibbs), 2012 წლის მარტში აღმოაჩინეს, ხოლო ახლახანს, ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა დაადგინა მომენტი, როცა მას კუდი გაუჩნდა. კანარის დიდი ტელესკოპიდან მტვრის თხელი სტრუქტურა დაფიქსირდა, რომლის სიჩქარე P/2012 F5 (Gibbs)-ის 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობასთან არის სინქრონიზებული (პლიუს-მინუს 20 დღე). ალბათ, ამ დღეს მომხდარმა მცირე ხანგრძლივობის მოვლენამ, ასტეროიდის ნაწილობრივი დაშლა და ნახევარი მილიონი ტონა მტვრის გამოფრქვევა გამოიწვია. ის, ან სხვა ასტეროიდს შეეჯახა, ან ბრუნვის სიჩქარის მომატების გამო დაიშალა (გარადის საპირისპირო კუდები; კომეტა გარადის კუდები).

 კატალოგიზებულ კომეტათა 85% ძალიან წაგრძელებულ ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობს, ცალკეულ შემთხვევაში, ჰიპერბოლაზე ან პარაბოლაზე, თან ეს ორბიტა ეკლიპტიკის (ობიექტისა და მზის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) მიმართ ნებისმიერი კუთხით შეიძლება იყოს დახრილი. ელიფსური კომეტების პერიოდები 200 წელიწადს აჭარბებს (ზოგჯერ ათეულ და ასეულ ათას წელს), მათ გრძელპერიოდულებს უწოდებენ. ღია ტრაექტროიის კომეტებს პერიოდები არ გააჩნია (ვარსკვლავთშორისი კომეტა 2I ბორისოვი).

 ასტროდინამიკასა და ციურ მექანიკაში, ჰიპერბოლური ტრაექტორია არის ცენტრალური სხეულის გარშემო ტრაექტორია ობიექტისა, რომლის სიჩქარე საკმარისია ცენტრალური სხეულის გრავიტაციის დასაძლევად. რაც უფრო ახლოა მზე, გაქცევის სიჩქარე მით უფრო მეტია.

 ასეთ ტრაექტორიაზე მოძრავ სხეულს შეუძლია ცენტრალურ სხეულს გაექცეს მასთან მიმართებაში არანულოვანი სიჩქარის შენარჩუნებით. პარაბოლური ტრაექტორიის ანალოგიით, ყველა ჰიპერბოლური ტრაექტორია გაქცევის ტრაექტორიაა.

 მინიმალური სიჩქარე, რომლითაც სხეულს შეუძლია მზე ჰიპერბოლური ორბიტით დატოვოს, არის გაქცევის სიჩქარე, რომელიც დამოკიდებულია მზემდე მანძილზე და მზიდან 1 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით (ანუ, დედამიწის ორბიტაზე) 42,1 კმ/წმ-ია. ამაზე მაღალი ნებისმიერი სიჩქარე ჰიპერბოლურ ტრაექტორიას გამოიწვევს და სხეული სამუდამოდ დატოვებს მზის სისტემას.

 კომეტურ პოპულაციაში უმცირესობაც არის, ძირითადათ, იუპიტერთან დაკავშირებული კომეტები, მათი პერიოდები 20 წელს არ აჭარბებს. იუპიტერის ოჯახის კომეტათა რიცხვი ასზე მეტია, ისინი ეკლიპტიკიდან საშუალოდ 11 გრადუსით გადაიხრება (მაქსიმუმში 32 გრადუსით). ერთ-რთი მათგანი, კომეტა შუმეიკერ-ლევი-9, 40 წლის წინათ, იუპიტერის გრავიტაციით იქნა გამოჭერილი. მოგვინებით, მოქცევის ძალამ მისი ბირთვი ორ ნაწილად გახლიჩა, ხოლო 1994 წლის ივლისში კი გაზის გიგანტმა მისი ნაწილები შთანთქა (პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

 კატალოგში ასევე შეტანილია კომეტები, რომლებიც მზიდან 30–35 ასტრონომული ერთეულის (1ა.ე.= 15 000 000 კმ.) მანძილზე,  პლუტონის ორბიტასა და კოიპერის სარტყელის საზღვრებამდე მიდიან. ჰალეს კომეტაც სწორედ ასე იქცევა, რის გამოც ამ კომეტებს ჰალესებს (მეტეორიტული ნაკადი ორიონიდები) უწოდებენ (ოფიციალურად, ნეპტუნის ოჯახი). ჰალეს კომეტების ორბიტები ეკლიპტიკის მიმართ სხვებისაზე მეტი კუთხეებით არის დახრილი, ეს მონაცემი 70 გრადუსამდეც კი აღწევს (კომეტებზე მონადირენი).

 კომეტები, არა მხოლოდ ღამის ცის ულამაზესი ობიექტებია, მათში მზი სისტემის ისტორია არის ჩაწერილი, მათი შესწავლა ჩვენი პლანეტური სისტემის შემადგენლობისა და ფორმირების გაგებაში გვეხმარება. სწორედ ორბიტის, შემადგენლობისა და ასაკის განსხვავებები ხდის თითოეულ კომეტას უნიკალურს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *