მეტეორული ნაკადი ორიონიდები

 ორიონიდების სახელით ცნობილი მეტეორული ნაკადისა და ჩვენი პლანეტის გზები წელიწადში ორჯერ იკვეთება. ამის გამო, ორი ნაკადი წარმოიქმნება: გაზაფხულზე – აკვარიდები (რადიანტით მერწყულის თანავარსკვლავედში), მეტეორების მაქსიმალური რიცხვით 5 მაისს; შემოდგომაზე – ორიონიდები, მეტეორების მაქსიმალური რიცხვით (პიკი) 21-22 ოქტომბერს. ორიონიდები, ჰალეის კომეტის ფრაგმენტებია. აქტიურია 2 ოქტომბრინდან 7 ნოემბრამდე. აქტიურ პერიოდში რადიანტი (შემოსვლის წერტილი) ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს (“თავთან” ახლოს), მეტეორების სიჩქარე 66 კმ/წმ (ნამწვის ზოლები რამდენიმე წამი არ ქრება). ეს, სტაბილური ნაკადია, მაქსიმუმის დროს 25-მდე მეტეორიტით საათში ყოველ წელიწადს. ჰორიზონტს მაღლა თანავარსკვლავედი შუაღამეს ადის. მეტეორულ “წვიმებს” შეუიარაღებელი თვალით აკვირდებიან, განათებული ადგილებიდან შორს. თუ გადაღებას მოინდომებთ, მინიმალური აღჭურვილობა დაგჭირდებათ, როგორც ირმის ნახტომის გადაღებისას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.