განახლდა: 09/07/2026
მეცნიერები სულ უფრო ზუსტად ადგენენ იმ თარიღს, როდესაც ციური სხეული პლანეტას ყველაზე მეტად მოუახლოვდება. 2029 წლის 13 აპრილს, აპოფისის დანახვას შეუიარაღებელი თვალით დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტი (დაახლოებით 7,6 მილიარდი ადამიანი) შეძლებს.
ასტეროიდი ნათელი წერტილის სახით გამოჩნდება ცაზე და დაახლოებით ერთ წუთში გაივლის მანძილს, რომელიც სავსე მთვარის დისკოს ხილულ დიამეტრს შეესაბამება. თუმცა, დაკვირვების წარმატება დიდწილად დედამიწაზე არსებულ პირობებზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ღრუბლიანობაზე და სინათლით დაბინძურების დონეზე.
2029 წელს, აპოფისი დაახლოებით 32 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის დედამიწას, რაც უფრო ახლოა, ვიდრე გეოსტაციონარული თანამგზავრების ორბიტების სიმაღლე. ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით 375 მეტრია, რაც დაახლოებით ორმოცსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება.
მისი სრული სახელია – (99942) აპოფისი. ადრე მას 2004 MN4-ით აღნიშნავდნენ, რადგან 2004 წლის 19 ივნისს აღმოაჩინეს, კიტპიკის ობსერვატორიიდან, შტატი არიზონა. 2005 წელს კი ძველეგვიპტური ღვთაების, აპოპის სახელი მიიღო. ამ ასტეროიდის ოფიციალურ პირველაღმომჩენებად ითვლებიან როი ტაკერი, დევიდ ჯეი თოლენი და ფაბრიციო ბერნარდი.

ასტეროიდის დიამეტრი 270 მეტრზე მეტია. მეცნიერთა ვარაუდით, მისი ზედაპირის საშუალო ტემპერატურა -3 გრადუსია ცელსიუსით. ისეთი მასა აქვს, რომ დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში აფეთქების სიმძლავრე 506 მეგატონა იქნება ტროტილის ექვივალენტში. შედარებისთვის, ტუნგუსკის მეტეოროიდის აფეთქება 10-40 მეგატონა იყო, ხოლო ვულკან კრაკატაუს 1883 წლის ამოფრქვევის სიმძლავრე – 200 მეგატონა. სსრკ-ს მიერ გამოცდილი ყველაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბისა – 57 მეგატონა, ხოლო ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბისა – სულ რაღაც 13-18 კილოტონა (რა ააფეთქა ჩრდილოეთ კორეამ?). ასტეროიდის შემადგენელზე, დაცემის კუთხესა და დაცემის ადგილზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, აფეთქებისგან გამოწვეული ნგრევა ასეულობით კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდება, თუმცა ყოველგვარი გლობალური ეფექტების გარეშე, როგორიც ე.წ. „ასტეროიდული ზამთარია“.

იმის შესაძლებლობა, რომ ასტეროიდი დედამიწაზე ჩამოვარდება დაახლოებით 1/45 000-ზეა, ანუ 45 000-დან ერთი შანსი, თითქოს წვრილმანია, მაგრამ მაინც ძალიან უსიამოვნო. ბოლო დროს, ჩვენ დაუღალავად გვაშინებენ ასტეროიდებით, იმით, თუ რა შეიძლება დაემართოს დედამიწას და როგორ ვებრძოლოთ მათ, ფილმების დემონსტრირებით, კომპიუტერული მოდელირებებითა და სხვა.
2036 წლისთვის კი იმ მცირე შანსის დრო დადგება, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი. თუ ეს მოხდება, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ენერგია ასობით ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება, აფეთქებისთვის დამახასიათებელი თანმხლები მოვლენებით: ნგრევა, ცუნამი, ვულკანური ამოფრქვევები, ხანძრები…

2013-ში, ასტეროიდი ჩვენს პლანეტას 14,5 მილინი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდა. 2029 წელს, მეცნიერთა გამოთვლებით, ასტეროიდამდე მინიმალური მანძილი 29 470 კილომეტრს გაუტოლდება (გეოსტაციონარული თანამგზავრების ორბიტა). რადარული დაკვირვებების მერე ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ 2029 წლისთვის აპოფისთან შეჯახება გამორიცხულია, მას შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ (3 აპრილი), თუმცა არაზუსტი საწყისი მონაცემების გამო ამ ობიექტთან შეჯახების ალბათობა 2036 და შემდგომ წლებში უფროა მოსალოდნელი.
შემდგომი დაკვირვებებით დადგინა, რომ ასტეროიდის დიამეტრი 320 მეტრია, სინათლის არეკვლის უნარი (ალბედო) 23%, აქამდე დადგენილი 33%-ის ნაცვლად, ხოლო დედამიწასთან საშიშმა მოახლოებამ 2068 წლისთვის გადაიწია.