ეს სტრუქტურა, რომელიც წყლის მორევს მოგვაგონებს, მბრუნავი ვარსკვლავური სისტემისგან წარმოქმნილი მტვრის ნაკადია.
ამ სურათზე, პირობითი ფერებით შეღებილი, ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებული გამოსახულებაა წარმოდგენილი. ფოტო ელვარე ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავს WR 104-ს ეკუთვნის, რომლის გადასაღებადაც ასტრონომებს რთული სპექტრომეტრი და კეკის ობსერვატორიის 10 მეტრიანი ტელესკოპი დასჭირდათ. ითვლება, რომ ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები მასიური, ზეახლად აფეთქების პირას მყოფი მნათობებია. ისინი იმდენად ცხელია, რომ მათი მძლავრი გამოსხივება ვარსკვლავურ მატერიას ქარის სახით სივრცეში აძევებს, გამოსხივება მტვრის ნაწილაკებსაც კი შლის. ვარსკვლავის ასეთი ფორმა, ძალიან ახლოს მდებარე კომპანიონის არსებობით აიხსნება, რომელიც ელვარე ცენტრალურ ნაწილში იმალება, რითაც ვარსკვლავური ქარების თავისებური ურთიერთქმედება ყალიბდება, რის შედეგადაც, შედარებით ვიწრო სივრცე WR 104-ის კაშკაშა გამოსხივებისაგან დაცული ხდება, სწორედ აქ ფორმირდება მტვრის გროვა. და რადგან ორმაგი სისტემა ბრუნავს, მტვრის ნაწილაკთა ზოლი თითქოს სპირალურად ეხვევა.
ვარსკვლავი WR 104(Wolf-Rayet 104), ასტრონომთა აზრით, დედამიწელთათვის საფრთხეს წარნმოადგენს. კოლაფსი უახლოესი 100 ათასი წლის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს, რასაც უძლიერესი გამა-ანთება მოყვება თან. გამონთავისუფლებული ენერგია იმაზე მეტი იქნება, რასაც მზე თავისი არსებობის განმავლობაში გამოასხივებს, ეს ყველაფერი კი რამდენიმე წამში ან წუთში მოხდება.
აფეთქების ენერგია არა ყველა მიმართულებით გაიფანტება, არამედ ერთი მიმართულებით იქნება ფოკუსირებული. გამა-სხივების კონუსი ამ მიმართულებით წავა, რომელიც 8 ათასი სინათლის წლის მანძილის გავლის მერე(ასეთი მანძილია დედამიწიდან WR 104-მდე) რამდენიმე ათასი კვადრატული სინათლის წლის ფართობზე დეფოკუსირდება.
დედამიწა, ანთების გზაზე შეიძლება აღმოჩნდეს. თუ გამა-სხივები დედამიწამდე მოაღწევევ, ოზონის სფეროს 25% განადგურდება და ბიოსფერო ულტრაიისფერი და კოსმოსური სხივებისგან დამცავი ფარის გარეშე დარჩება.
”ვარსკვლავზე დაკვირვების დროს, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თითქოს თოფის ლულაში ვიყურებოდი” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, პიტერ ტიუთილი.