არსებობდნენ თუ არა ლეგენდარული გოლიათები?
წარღვნის წინანდელი სამყარო ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელისაგან. მაშინდელი ბუნებრივი პირობები ხელსაყრელი იყო გიგანტური ცოცხალი ორგანიზმების გასაჩენად. ძველი სამყაროს ატმოსფეროში ჟანგბადი 50%-ით მეტი იყო. ეს ფაქტი დაადასტურა ქარვაში(მილიონობით წლის წინ გაქვავებული ხის ფისი) “ჩაყინულმა” ჰაერის უმცირესი ჩანართების ანალიზმა. ასეთ პირობებში მცხოვრები ადამიანები შესაძლებელია გოლიათის ზომისანი ხდებოდნენ.