ტუნგუსკის მეტეოროიდი, ან მეტეორიტი(ტუნგუსკის ფენომენი) – ჰიპოთეტური სხეული, უფრო კომეტური წარმოშობის, რომელმაც, სავარაუდოდ, მდინარე „პოდკამენნაია ტუნგუსკას“ რეგიონში 1908 წელის 17(30) ივნისს , 7 სთ. 14,5±0,8 წთ. ადგილობრივი დროით(0 სთ. 14,5 წთ. გრინვიჩით) საჰაერო აფეთქება გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრე შეფასდა როგორც 10-50 მეგატონა, რაც უძლიერესი წყალბადის ბომბის ენერგიას შეესაბამება(ყველაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბი, რომელიც სსრკ ააფეთქა, 20 ტონას იწონიდა, ხოლო აფეთქების სიმძლავრე 50 მეგატონაიყო).