რეკორდულად პატარა ეკზოპლანეტები

ამერიკელმა ასტრონომებმა რეკორდულად პატარა ეკზოპლანეტები აღმოაჩინეს – ერთბაშად სამი. აღმოჩენის შესახებ მათ ამერიკის ასტრონომული საზოგადოების ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადეს. მოკლედ კი ამის შესახებ ნასას საიტზე დაიწერა.