ფუნდამენტური ფიზიკური ველი, ანუ მატერიის ერთ-ერთი ფორმა, ურთიერთქმედებს ელექტრულად დამუხტულ სხეულებთან, წარმოადგენს ელექტრული და მაგნიტური ველების ერთობლიობას, რომლებსაც გარკვეულ პირობებში შეუძლიათ ერთმანეთის წარმოქმნა. ელექტრომაგნიტურ ველს გასავრცელებლად არ ჭირდება გარემო, ვაკუუმში ის სინათლის სხივის სიჩქარით ვრცელდება, თვითონ სინათლეც ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა.