“მარსის ორბიტალური მზვერავი”( Mars Reconnaissance Orbiter, “MRO”) – ნასას ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური. ის კანავერალის კონცხზე არსებული კოსმოსდრომიდან 2005 წლის 12 აგვისტოს გაუშვეს რაკეტამატრებელ ატლას V-ის საშუალებით. აპარატმა მარსს 2006 წლის 10 მარტს მიაღწია და აეროდინამიური დამიხრუჭებით(საწვავის ეკონომიის მიზნით) პლანეტის ორბიტზე გავიდა. ორბიტალური მანევრები და სხვა მაკალიბრებელი პროცესები 2006 წლის ნოემბერში დასრულდა, რის მერეც აპარატი მუაშაობას შეუდგა.