მზის სისტემის სხეულთა დედამიწაზე გრავიტაციული ზემოქმედების გამო, ჩვენი პლანეტის ღერძი სივრცეში ძალიან რთულ მოძრაობებს ასრულებს. დედამიწას სფეროიდის ფორმა აქვს(და არა გლობუსივით მრგვალი), ამიტომ მისი ცალკეული ნაწილები მზისა და მთვარის მიერ განსხვავებული ძალით მიიზიდება.