ცნობილი გახდა, რომ მაისში SpaceX კოსმოსში NASA-ს ასტრონავტების გაყვანას აპირებს. ამის შესახებ SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოთუელმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს ჯერ ისევ განხილვის საგანია, თუმცა ცნობილია, რომ ამ მისიისთვის SpaceX ”Dragon” კაფსულებს გამოიყენებს.
“ჩვენ და NASA ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, სამუშაო ძალიან ბევრია.” – განაცხადა შოთუელმა ვაშინგტონში გამართულ Satellite 2020 კონფერენციაზე. როგორც ჩანს, ორგანიზაცია მართლაც მზად არის, რომ მაისში ამბიციური მისია ”Demo-2 ”განახორციელოს. SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ამის იდეის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა.
SpaceX უკვე დიდი ხანია, NASA-ს მიერ გადარიცხული 3.1 მილიარდი დოლარის ფარგლებში, ასტრონავტების ”Dragon” კაფსულის განვითარების პროექტზე მუშაობს. “ერთად-ერთი, რაც დაგვრჩა – სერთიფიცირებაა.”- განაცხადა შოთუელმა.
მისიისთვის წვრთნას გადიან NASA-ს ასტრონავტები, ბობ ბენქენი და დუგ ჰარლი; შედეგებიდან გამომდინარე, კოსმოსურმა სააგენტოებმა შეიძლება ”Demo-2” პროგრამა გაართულონ და ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანონ, სადაც ისინი გარკვეული ხნით დარჩებიან.
შოთუელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ SpaceX-ის ერთ-ერთი მთავარი გეგმა საეკიპაჟო კაფსულა ”Dragon”-ის მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობის შესწავლაა. როგორც ჩანს, წინა პერიოდისგან განსხვავებით, SpaceX-მა და NASA-მ შეთანხმებას მიაღწიეს – აქამდე NASA-ს კომერციული ფენების სააგენტო, ყველა გაფრენაზე ახალი კაფსულის გამოყენებას კატეგორიულად მოითხოვდა. -“ერთ |Dragon”-ს უპრობლემოდ შეუძლია ეკიპაჟი ორჯერ და სამჯერ წაიყვანოს.” – დამაჯერებლად ამბობს შოთუელი. –”ვფიქრობ რომ NASA უკვე დარწმუნდა ამაში.”
SpaceX უკვე დიდი ხანია მრავალჯერადი გამოყენების სატვირთო ”Dragon” კაფსულას მოიხმარს და NASA-ს გაგზავნილი ტვირთით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, შეუფერხებლად ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული სატვირთო კაფსულა, სულ მცირე, სამჯერ მაინც იყო ამ მიზნით გამოყენებული, რაც ახალი მისიისთვის შესანიშნავი პრაქტიკული გამოცდილებაა.
SpaceX ყველასთვის ცნობილია, როგორც კომპანია, რომლის რაკეტებიც ერთი და იგივე ამაჩქარებლებს რამდენჯერმე იყენებენ. SpaceX-ის ამ ინოვაციამდე, რაკეტის ყველა ამაჩქარებლის კოსმოსში გადაგდება ან/და ოკეანეში დაძირვა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.
შოთველმა გაამჟღავნა, რომ ”Dragon” კაფსულის პირველ ეკიპაჟს ორი კერძო კონტრაქტორი პირი წაყვება, რომლებიც სოლიდურ თანხას გადაიხდიან, რომ კოსმოსი და საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოინახულონ.