ვარსკვლავ PDS 70-ის გარშემო არსებულ გაზ-მტვრის დისკოში პლანეტები ფორმირდება. ქვემოთ, დისკოს შიგნით კი ახლადფორმირებული პლანეტაა (PDS 70c), რომელიც იუპიტერის მსგავსი უნდა იყოს. ყველაზე საინტერესო კი ამ პლანეტის გარშემო არსებული გადღაბნილი ლაქაა. სავარაუდოდ, ეს ლაქა – მტვრის დისკოა, რომელშიც პლანეტის თანამგზავრი ფორმირდება, რისი დამზერაც აქამდე არასოდეს მომხდარა. ეს რადიოგამოსახულება, რა საკვირველია, ჩილეს მაღალმთიან უდაბნო ატაკამაზე მომუშავე “ატაკამას მილიმეტრული დიაპაზონის ანტენათა მასივის” გამოყენებით მიიღეს (ALMA), რომელიც 66 რადიოტელესკოპისგან შედგება. მიღებული მონაცემების ანალიზით, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ეგზოპლანეტური დისკოს რადიუსი, რომელშიც თანამგზავრები ფორმირდება, დედამიწის ორბიტის ზომისაა, და მასში, მთვარის ზომის სამი თანამგზავრი შეიძლება იბადებოდეს. ეს სისტემა, იუპიტერისა და მისი ოთხი თანამგზავრის მსგავსი გახდება (ეგზოპლანეტები).
PDS 70: მომავალი ეგზოპლანეტისა და მისი თანამგზავრის გაზ-მტვრის დისკო!
Posted by