კვანტური არარეალობა: რაშია ჭეშმარიტება?

 გამოკითხვით, რომელიც კვანტური მექანიკის ექსპერტთა შორის ჩატარდა, დადგინდა, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს ზუტსი აზრი რეალობის ბუნებაზე და საერთოდ, ბუნების რეალურობაზე(MIT Technology Review / Physics arXiv Blog).

კვანტური ლევიტაციის დემონსტრირება

  თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელითაც აჩვენეს ზეგამტარის წარმოუდგენელი თვისებები – კვანტური ჩაჭერა(quantum trapping) და კვანტური ლევიტაცია. ფიზიკოსებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ იქცევიან ზეგამტარი სხეულები მაგნიტურ ველში განსხვავებული პირობების დროს(ვიდეო). 

აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივება

 XIX საუკუნის ბოლოს, ნივთიერების ატომებთან ელექტრომაგნიტური გამოსხივების(კერძოდ სინათლის) ზემოქმედების შესწავლისას, მკვლევარები სერიოზულ პრობლემას წააწყდნენ, რომლის გადაწყვეტა მხოლოდ კვანტური მექანიკის ჩარჩოებში მოხერხდა, ეს უკანასკნელი კი სწორედ ამ პრობლემების არსებობის გამო ჩაისახა.

შროდინგერის კატა

 წარმოსახვითი ექსპერიმენტი, რომელიც ერვინ შროდინგერმა წარმოადგინა, რითაც მას უნდოდა ეჩვენებინა კვანტური მექანიკის არასრულფასოვნება, სუბატომური ნაწილაკებიდან მაკროსკოპულ(დიდ) სისტემებზე გადასვლისას. ანუ შროდინგერმა კვანტური სუპერპოზიციის პრინციპი მაკროსამყაროსთვის(სუბატომურ ნაწილაკებზე დიდი) გამოიყენა. სუპერპოზიცია არის კვანტური ფენომენი, რომლის მიხედვით ობიექტი შეიძლება იყოს ყველანაირ მდგომარეობაში ერთბაშად, სანამ მასზე არ ხდება დაკვირვება.

ან ანეკდოტი, რომელიც არ ვიცით როგორ მთავრდება, ანუ სანამ არ გავიგებთ დასასრულს ის(ორ მდგომარეობაშია ერთდროულად) სასაცილოცაა და ისე რაSmile.