სპირალური გალაქტიკა გვიმრის დეფორმაცია, სავარაუდოდ, გამოწვეულია გრავიტაციული ურთიერთქმედებით ახლომდებარე ელიფსურ გალაქტიკასთან NGC 770, რომელიც მის ქვემოთ მოჩანს. გალაქტიკა გვიმრის, კატალოგით NGC 772 და Arp 78, დიამეტრი 200 000 სინათლის წელია, მდებარეობს ვერძის თანავარსკვლავედში, ჩვენიდან 100 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ამ სურათზე, ასევე, გალაქტიკას ჰყავს კიდევ ერთი კომპანიონი, გრძელი, ბუნდოვანი კუდით – კომეტა 43P/ვოლფ-ჰარინგტონი. კომეტა, თითქოს, პირდაპირ მასიური გალაქტიკისკენ მიემართება, მაგრამ ის რეალურად ჩვენთან ბევრად უფრო ახლოსაა, მდებარეობს ჩვენს მზის სისტემაში, რამდენიმე სინათლის წუთში. კომეტა ფიზიკურად არ არის დაკავშირებული შორეულ სპირალურ გალაქტიკასთან და არასოდეს მიუახლოვდება მას კოსმოსში. თუმცა, დამთხვევის წყალობით, ორი სანახაობრივი კოსმოსური ობიექტი ერთმანეთთან ახლოს აღმოჩნდა, გასული წლის ბოლოს საფრანგეთის კალერნესიდან გადაღებულ სურათზე (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
