NGC 6995: ნისლეული ღამურა

 ხედავთ ღამურას? ის ნისლეულ ვუალის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს. ნისლეული ვუალი, ზეახლის დიდი ნარჩენია, რომლის გაფართოება მასიური ვარსკვლავის სასიკვდილო აფეთქებით დაიწყო. ნისლეულ ღამურას, იგივე NGC 6995-ის ზომა ნახევარი გრადუსია, თითქმის მთვარის ხილული დისკოს ზომის ტოლი (31 კუთხური წუთი). ეს 12 სინათლის წელს შეესაბამება, თუ ვუალამდე მანძილი 1400 სინათლის წელია. სურათი ვიწრო და ფართოზოლიანი ფილტრებით გადაღებული ფოტოებით არის აწყობილი. წყალბადის ატომების გამოსხივება წითლით არის ნაჩვენები, ჟანგბადისა და აზოტის – მოცისფროდ. ვუალის დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი ციური სანახაობა მდებარეობს: ნისლეული ალქაჯის ცოცხი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.