NGC 6888: ნისლეული ნახევარმთვარე

 ეს კოსმოსური ბუშტი, მის ცენტრში მოელვარე მასიურმა ვარსკვლავმა გაბერა. წარმოდგენილი გამოსახულება, სპეციალური ფილტრებით გადაღებული ფოტოების საშუალებით არის შედგენილი და ე.წ. ჰაბლის პალიტრის ხელოვნური ფერებითაა შეღებილი. ნაჩვენებია გოგირდის, წყალბადისა და ჟანგბადის ატომების გამოსხივება, შეღებილი წითლად, მწვანედ და ცისფრად, შესაბამისად. ნისლეული NGC 6888-ის ცენტრალური ვარსკვლავი, ვოლფ-რაიეს კლასს მიეკუთვნება (WR 136). უძლიერესი ვარსკვლავური ქარით, ყოველ 10 000 წელიწადში ერთჯერ, ეს ვარსკვლავი გარსის ზედა ფენებს იშორებს და ახლო სივრცეში აფრქვევს მატერიას, რომლის მასა ჩვენი მნათობის მასას უტოლდება. ნისლეულის რთული სტრუქტურა, ვარსკვლავური ქარის ზემოქმედებით შეიძლება აიხსნას, ვარსკვლავის სიცოცხლის ადრეულ ეტაპებზე მოშორებული გაზით. ევოლუციის ბოლო სტადიაზე მყოფი ვრსკვლავი, ბირთვში დარჩენილ თერმობირთვულ საწვავს წარმოუდგენელი სისწრაფით წვავს და საბოლოოდ, ზეახლად აფეთქებით დაასრულებს სიცოცხლეს (როგორ კვდებიან ვარსკვლავები). NGC 6888-მდე მანძილი 5 000 სინათლის წელია და ნისლეულებით მდიდარ გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს (WR124: ვარსკვლავური ქარის მანქანა; ნისლეულებიჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.