2015 წლის ივლისში NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა „ნიუ ჰორაიზონს”(New Horizons – ახალი ჰორიზონტები), შორეულ პლანეტა პლუტონს ჩაუფრინა(us.blastingnews.com); როგორც აღმოჩნდა, მზის სისტემის ყოფილი მეცხრე პლანეტა სიურპრიზებით იყო სავსე და აგებულებით სრულიად მოულოდნელ მიკრო სამყაროს წარმოადგენდა; თუმცა, “ნიუ ჰორაიზონსის” საოცარი მოგზაურობა ამით არ დასრულებულა – მეცნიერებმა ის მილიარდობით კილომეტრის მოშორებით, ე.წ. კოიპერის სარტყელის(Kuiper belt) ობიექტების შესასწავლად გააგზავნეს.
2014 MU69
NASA-მ “ნიუ ჰორაიზონსის” მისია 2021 წლამდე გააგრძელა და ის შორეული ობიექტისკენ – 2014 MU69(ულტიმა ტულე(ლათ) უკიდურესი საზღვარი))-სკენ გაამგზავრა, რომელსაც პლანეტოიდად მიიჩნევდნენ.
2019-ის ახალი წლისათვის, “ნიუ ჰორაიზონსი” MU69-ს ახლოს ჩაიფრენს და პლუტონის მსგავსად გამოიკვლევს: მეცნიერები მიიღებენ მონაცემებს ობიექტის გეოლოგიის, ტოპოგრაფიის, ზედაპირული ტემპერატურისა და ქიმიური შედგენილობის შესახებ. შემდეგ, “ნიუ ჰორაიზონსი” კოიპერის სარტყელს და მზის სისტემას გარედან დაგვანახებს.
თუმცა, “ნიუ ჰორაიზონსის” სამიზნე, შესაძლოა, ძალზე უჩვეულო ობიექტი აღმოჩნდეს.
ახლახანს, MU69, მეცნიერთა ხედვის არეალში დედამიწასა და შორეულ ვარსკვლავს შორის მოექცა, და ამ ე.წ. გადაფარვის დროს მას ყურადღებით დააკვირდნენ, რისთვისაც 50-ზე მეტი სხვადასხვა ტელესკოპი იქნა გამოყენებული, მათ შორის – ორბიტული ტელესკოპი „ჰაბლი“ და ევროპული ტელესკოპი „გაია“. დაკვირვების დროს დაახლოებით 100 000 სურათი გადაიღეს.
მკვლევარებმა მოულოდნელი შედეგი მიიღეს – ტელესკოპით დაკვირვებებმა ობიექტი MU69 ვერ გამოავლინა, მის ადგილას რამდენიმე მცირე ზომის შეწებებული თუ გრავიტაციულად ბმული სხეული დაფიქსირდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ MU69 არა მზის სისტემის ერთი ახალი ობიექტი, არამედ – ჯერადი, მთვარეებიანი სისტემა ან ქვების უბრალო გროვა შეიძლება აღმოჩნდეს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო კოიპერის სატყელში ერთად დაჯგუფდა.
ძალიან საინტერესოა, რომ, როგორც მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა დიდი ხნის წინათ ივარაუდა, ე.წ. „მეათე პლანეტა“ თუ პლანეტოიდი, შესაძლოა, უბრალოდ ქვებისა და ყინულის ლოდების გროვა აღმოჩნდეს(!).
“ნიუ ჰორაიზონსის” მეცნიერები MU69-ს კიდევ მრავალჯერ გამოიკვლევენ, უახლოეს ხანს კი მორიგი ოკულტაციის(გადაფარვის) დროს, 10-17 ივლისის ფარგლებში. შესაძლოა, კოსმოსური ზონდის ფრენის ტრაექტორიაც კი შეიცვალოს(ახალი ჰორიზონტები).